ცესკოს წინასწარი შედეგებით, 9-დან 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების, 2-ში კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს | Allnews.Ge

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 9-დან 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების, 2-ში კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, დათვლილია ყველა - 45-ვე საარჩევნო უბნის შედეგი.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა - იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები", - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.

წინასწარი შედეგების მიხედვით, გლდანში, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 80.69% მიიღო; "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა ნინო ჯურხაძემ -13.84%; "სახალხო ხელისუფლების" კანდიდატმა - ზურაბ კვანტალიანმა -5.48%.

გარდაბანი, #21.08 მაჟორიტარული ოლქი - "თავისუფალი საქართველო", დავით ხვისტანი -0.51%; "სახალხო ხელისუფლება" - ტოფიკ ახმედოვი - 20.32%; "ქართული ოცნება", ფახრადინ შარიფოვი- 67.89%; დამოუკიდებელი კანდიდატი ჯემალ მურადხანოვი - 11.27%;

#21.18 მაჟორიტარული ოლქი - "თავისუფალი საქართველო", ჯამილა გასანოვა - 1.5%; "ქართული ოცნება", ვუგარ მამედოვი - 98.5%;

კასპში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ციცინო აბუაშვილი -26.98%;

"სახალხო ხელისუფლება", სოლომონ ტატანაშვილი - 7.54%; "ქართული ოცნება", ალექსანდრე მერებაშვილი- 65.48%;

წყალტუბოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- ბუხუტი ფირცხალავა-30.89%; "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - ივანე როყვა -4.8%; "ქართული ოცნება", მურადი ზაქარიაძე - 64.31%;

ოზურგეთში, #60.05 მაჟორიტარულ ოლქში- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბესიკ ქათამაძე - 59.6%; " ქართული ოცნება"- ნონა ტუნაძე - 40.4%;

ოზურგეთში, #60.01.04 მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნება" ვასილ ჩიგოგიძე- 64.56%; დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ კალანდარიშვილი - 35.44%;

ხობი - "ქართული ოცნება", კობა კაკულია - 100%;

ზუგდიდი - "თავისუფალი საქართველო", თეონა ქარდავა -1.28%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვარადებული ლაშხია - 49.76%; "ქართული ოცნება"- ამირან ლაგვილავა 48.96%;

myquiz