გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება. შეხვედრას, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს, ვიცე პრემიერები, კახა კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებიან.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, შეხვედრა მიმდინარე საკითხებს შეეხება, მათ შორის, მათივე განმარტებით, საპარლამენტო მუშაობისა და საარჩევნო საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

დეპუტატების ნაწილის თქმით, შესაძლოა, იმსჯელონ საარჩევნო სიებზეც. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის თქმით, კოღუაშვილთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს.

,,ქართული ოცნების" ოფისში არ გამოჩენილან პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი სახეები.

myquiz