"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული საარჩევნო სია დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი. როგორც გუშინ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა, სიის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შედგა. პროცესი რეგიონებში გაგრძელდება და დაახლოებით 10 დღის შემდეგ დასრულდება.

"შედეგებს 10 დღის შემდეგ მოგახსენებთ. სიაში იქნებიან დემოკრატიულად შერჩეული კანდიდატები. ყველა რეგიონს საშუალება აქვს თავად წარმოადგინონ კანდიდატები. სწორედ ამით მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს და სახლში გავისტუმრებთ ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა რატიანმა.

მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა ის ახალი სახეები, რომლის შეყვანასაც "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სიაში გეგმავს. ამასთან დაკავშირებით რატიანმა დღეს მხოლოდ ის განაცხადა, რომ პარტიის არაერთმა ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა, საარჩევნო სიაში პირველი დიდი ნაწილი სწორედ ახალ სახეებს დაუთმოს.

myquiz