ისრაელის დაზვერვის მინისტრის თქმით, ბელგიელები შოკოლადის ჭამას უნდა შეეშვან | Allnews.Ge

ისრაელის დაზვერვის მინისტრის თქმით, ბელგიელები შოკოლადის ჭამას უნდა შეეშვან

"თუ ბელგია გააგრძელებს შოკოლადის ჭამას, დატკბება ცხოვრებით და გამართავს აღლუმებს, როგორც დიდი ლიბერალები და დემოკრატები და არ მიაქცევენ ყურადღებას იმ მუსლიმებს, რომლებიც იქ არიან და ტერორისტული აქტების ორგანიზებას ახორციელებენ, იქამდე ამ ბრძოლაში არაფერი გამოუვათ" - ამის შესახებ ისრაელის დაზვერვის მინისტრი ისრაელ კაცმა, ისრაელის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარის დროს განაცხადა.

ისრაელ კაცის გარდა, ბელგიის უსაფრთხოების სამსახური აშშ-ს დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმაც გააკრიტიკა.

მისი თქმით, "ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები "ბავშვებივით გულუბრყვილოები არიან".

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე დაშავდა, მათ შორის არიან 40 სახელმწიფოს მოქალაქეები.

 

myquiz