ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ ამერიკელ სტუდენტს, პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, 15 წლიანი იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ ამერიკელ სტუდენტს, პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, 15 წლიანი იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ ამერიკელ სტუდენტს, პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, 15 წლიანი იძულებითი სამუშაო მიუსაჯეს. 21 წლის ოტო ფრედერიკ ბომრიერი, 2 იანვარს იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

მიზეზი, სტუდენტის მიერ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრებისას, მომსახურე პერსონალის ოთახიდან ერთ-ერთი პოლიტიკური ბანერის მოპარვა გახდა. ამის შესახებ ოტტომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, ბომრიერი ჩრდილოეთ კორეაში 2015 წლის 29 დეკემბერს, ტურისტულ ჯგუფთან ერთად, ახალი წლის შესახვედრად ჩავიდა. ვორმბირის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან "სუვენირის" ჩამოტანა მას ახლობელმა სთხოვა, რომელიც სანაცვლოდ მეორად ავტომობილს დაჰპირდა.

პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, ჩრდილოეთ კორეაში, 21 წლის ამერიკელი სტუდენტი დააკავეს

 

myquiz