ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმყოფება | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმყოფება

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, სამუშაოები დროებით შეჩერდება.

"ეს ხეები ნაყიდი მაქვს, კომპანიამ "ზიმომ" შეიძინა, რომელსაც ჩემთან აქვს კავშირი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ პოლიცია მის დაკვეთას ასრულებს და აქციის წევრებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, უხეშად ერევა დემონსტრანტების პროტესტში და აპატიმრებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მას არანაირი კავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილისგან ელოდებიან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას.

 

myquiz