ძაღლების კოცნა შესაძლოა სალმონელითა და სხვა ინფექციებით დაინფიცირების რისკს ზრდიდეს - სპეციალისტების საგანგებო გაფრთხილება
-
შინაური ცხოველების კოცნა შესაძლოა სიყვარულის გამოხატვის ფორმად ჩანდეს, თუმცა ეს სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
-
ექსპერტების გაფრთხილებით, ძაღლებსა და კატებს შეიძლება გადაჰქონდეთ ისეთი დაავადებები, რომლებიც ადამიანზეც გადადის, მათ შორის — სალმონელოზი და ცოფი.
-
სალმონელა შეიძლება გავრცელდეს ცხოველის ნერწყვთან ან განავალთან კონტაქტით და გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექცია.
-
ცოფი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ტვინს აზიანებს. ის ადამიანზე ინფიცირებული ცხოველის კბენის ან დაკაწვრის შედეგად გადადის და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ მოერიდონ ცხოველის პირთან პირდაპირ კონტაქტს, განსაკუთრებით კოცნას და დაიცვან ჰიგიენის წესები შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის დროს.
გასულ კვირას ტელეწამყვანი კლაუდია ვინკლმანი სათაურებში მოხვდა მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ არა მხოლოდ კოცნის თავის კინგ-სპანიელს, არამედ პირსაც უღებს და ენასაც ყოფს. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია სპეციალისტების შეშფოთება.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, შინაური ძაღლები ზოონოზური ინფექციების „დაუფასებელი გამავრცელებლები“ არიან - ეს ნიშნავს, რომ მათგან დაავადება ადამიანს გადაეცემა.
- ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი სალმონელაა. ბაქტერია იწვევს დიარეას, ცხელებას, მუცლის ტკივილს და მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.
კვლევის ავტორი სოფია კენი ამბობს, რომ სალმონელას ხშირად კვების პროდუქტებს უკავშირებენ, თუმცა რისკს შინაური ცხოველებიც ქმნიან.
მკვლევრები მკაცრად ურჩევენ მფლობელებს, მოერიდონ ძაღლებთან კოცნას და ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ხელები რეგულარულად დაიბანონ.