უკრაინელ ლტოლვილს აშშ-ის მეტროში უცნობი დაესხა თავს - ოჯახი მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
უკრაინელი ლტოლვილი, 23 წლის ირინა ზარუცკაია აშშ-ში, მეტროში მგზავრობისას სასტიკად მოკლეს.
გოგონა მგზავრობდა, როდესაც მის უკან მჯდომმა მამაკაცმა მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და ყელის არეში დაჭრა. შემთხვევა გასულ თვეს, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში მოხდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებული, სასტიკი მკვლელობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.