ანა აკოპიანი და მეჰრიბან ალიევა შანხაიში: პირველ ქალბატონებს შორის ხაზგასმული კეთილგანწყობა, როგორც სამშვიდობო პროცესის სიმბოლო | Allnews.Ge

ანა აკოპიანი და მეჰრიბან ალიევა შანხაიში: პირველ ქალბატონებს შორის ხაზგასმული კეთილგანწყობა, როგორც სამშვიდობო პროცესის სიმბოლო

ჩი­ნეთ­ში, შან­ხა­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მიტ­ზე სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თიც იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი.

სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შო­რის.აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­დე­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სამ­შვი­დო­ბო დღის წეს­რი­გი და ხაზი გა­უს­ვეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის, ურ­თი­ერ­თნ­დო­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

444-38015-1756799709.jpg

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ინ­დო­ეთ­მა დაბ­ლო­კა, ხოლო სომ­ხე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა - პა­კის­ტან­მა.

ინ­დო­ე­თი მთა­ვარ მი­ზე­ზად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პა­კის­ტან­სა და თურ­ქეთ­თან სტრა­ტე­გი­ულ კავ­შირს ასა­ხე­ლებს.

დღე­ი­სათ­ვის აზერ­ბა­ი­ჯანს შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მხო­ლოდ პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სი აქვს. news.az-ის ცნო­ბით, თა­ვის მხრივ, ჩი­ნეთ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა მხარ­და­ჭე­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რო­ბის მი­მართ. იხილეთ სრულად