ოჯახური საქმეები: როგორ მართავენ კადიროვის ნათესავები ჩეჩნეთს და რა თანამდებობებს იკავებენ მისი შვილები
“ჩეჩნეთში სახელისუფლებო სისტემა აგებულია კადიროვის კულტზე. რამზან კადიროვისთვის ეს ერთდროულად კარგია და ცუდიც: ერთი მხრივ, ყველაფერი მას ემორჩილება - მეორე მხრივ, თუ ასეთი არ იქნება, მის ახლობლებს არანაირი გარანტია არ ექნებათ,“ - წერს BBC და ჩეჩნეთის მთავრობაში, მაღალ თანამდებობებზე დანიშნული კადიროვის 80-ზე მეტი ნათესავის შესახებ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს.
ადამი პირველად ქორწინდება
27 ივნისს, ჩეჩნეთის სოფელ ახმატ-იურტში ქორწილი გაიმართა. ზეიმამდე რამდენიმე დღით ადრე სოფლის შესასვლელი გადაკეტეს. გავლა მხოლოდ სტუმრებს შეეძლოთ.
საქმრო საკუთარ ქორწილში შეზღუდული გამოშვების Mercedes-Benz G-Class-ით მივიდა - მსოფლიოში ასეთი მხოლოდ 460 ცალია და მანქანის საწყისი ფასი 190 000 დოლარია. სანქციების გამო, ასეთი მანქანის რუსეთში იმპორტი ოფიციალურად შეუძლებელია, მაგრამ ახმატ-იურტში კადიროვების კანონები მოქმედებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ მოკლე ვიდეოში, ადამი პისტოლეტს ჰაერში რამდენჯერმე ისვრის. ამ მომენტში, მის ხელზე იშვიათი Jacob & Co.-ს საათი ჩანს, რომლის ღირებულება 2 მილიონ დოლარზე მეტია.
„ჩემი ძმა ადამი ქორწინდება. ადამი პირველად ქორწინდება!“ “, - დაწერა კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა, აიშატმა Instagram-ზე.
მანამდე პუტინმა ადამი პირადად მიიღო და შემდეგ ჩეჩნეთში ოფიციალური ზეიმი გაიმართა.
აიშატ კადიროვამ დაწერა, რომ ადამის ცოლს მედნი ჰქვია. BBC-ის წყარო, რომელმაც პატარძალი ნახა, განმარტავს, რომ ის კადიროვების ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომლის, ადამ დელიმხანოვის შვილიშვილია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქორწინების დროს გოგონა მხოლოდ 14 წლის იყო.
დაწინაურება ცემისთვისადამი რამზან კადიროვის შვილებს შორის ყველაზე სკანდალურია. სწორედ მან სცემა ყურანის დაწვის გამო დაკავებული ნიკიტა ჟურაველი გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
რესპუბლიკის მეთაურმა თავად გამოაქვეყნა ცემის ვიდეო და მოიწონა შვილის ქმედებები. იხილეთ სრულად