"შენ დიდებული ლიდერი ხარ, ილჰამ" - რა საჩუქარი გაუგზავნა დონალდ ტრამპმა ილჰამ ალიევს?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს საჩუქრად გაუგზავნა თეთრ სახლში გადაღებული ფოტოები პირადი ხელმოწერით და წარწერით: "შენ დიდებული ლიდერი ხარ, ილჰამ".
ინფორმაციას ალიევი -ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს."დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისტორიული ფოტოებისთვის, რომლებიც მან კეთილგანწყობით მაჩუქა, პირადი ხელმოწერით. მადლობას ვუხდი თბილი სიტყვებისთვის.
დიდად ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ურყევ მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა, ასევე გლობალურად სამშვიდობო დღის წესრიგის შექმნაში შესრულებული როლისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მას ჩემი გულწრფელი მადლობა ამ ძალისხმევისთვის“, - წერს ალიევი.