ქალი, რომელმაც მეთიუ პერის სიკვდილში მონაწილეობა აღიარა - რა არის ცნობილი "კეტამინის დედოფალზე", რომელსაც 65 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ჯასვინ სანგა, მეტსახელად "კეტამინის დედოფალი", დათანხმდა ბრალის აღიარებას ნარკოტიკების გაყიდვის საქმეში, რომელმაც საბოლოოდ მსახიობ მეთიუ პერის სიკვდილი გამოიწვია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 42 წლის სანგა თავს დამნაშავედ ცნობს ლოს-ანჯელესში წაყენებული ხუთი ბრალდებიდან, მათ შორის კეტამინის გავრცელების ერთ ბრალდებაში, რამაც სიკვდილი ან სხეულის დაზიანება გამოიწვია.სანგას, რომელსაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, თავდაპირველად ცხრა ბრალდება წაუყენეს. ფედერალურმა პროკურორებმა მისი ლოს-ანჯელესის სახლი "ნარკოტიკებით ვაჭრობის ცენტრად" დაასახელეს და ჩხრეკისას კეტამინის ათობით ფლაკონი აღმოაჩინეს.
პერი გარდაცვლილი იპოვეს ლოს-ანჯელესის სახლის აბაზანაში 2023 წლის ოქტომბერში. გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი კეტამინის ზედოზირება იყო.
სანგა არის ერთ-ერთი იმ ხუთი პირიდან, მათ შორის ექიმები და მსახიობის ასისტენტი, რომლებიც, ამერიკული ხელისუფლების მტკიცებით, პერს კეტამინს აწვდიდნენ, რითაც მის ნარკოდამოკიდებულებას იყენებდნენ მოგების მისაღებად, რამაც მისი ზედოზირებით სიკვდილი გამოიწვია.
ხუთივე პირი დათანხმდა მათთვის წაყენებული ბრალდებების აღიარებას. სანგას სისხლის სამართლის საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო და ამჟამად მომავალი თვისთვის არის დანიშნული.
მოსალოდნელია, რომ ის უახლოეს კვირებში ფედერალურ სასამართლოში გამოცხადდება, რათა ოფიციალურად აღიაროს ბრალი ფედერალურ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.
მისმა ადვოკატმა, მარკ გერაგოსმა BBC-ს განუცხადა, რომ "ის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე".
ქალი აპირებს თავი დამნაშავედ ცნოს ნარკოტიკებთან შენახვაში, კეტამინის გავრცელების სამ ბრალდებასა და კეტამინის გავრცელების ერთ ბრალდებაში, რამაც სიკვდილი ან მძიმე სხეულის დაზიანება გამოიწვია. იხილეთ სრულად