რამდენი ომი დაასრულა სინამდვილეში პრეზიდენტმა ტრამპმა? | Allnews.Ge

რამდენი ომი დაასრულა სინამდვილეში პრეზიდენტმა ტრამპმა?

ცდი­ლობს რა და­ას­რუ­ლოს რუ­სეთ–უკ­რა­ი­ნის ომი, დო­ნალდ ტრამ­პი ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს თა­ვის წარ­მა­ტე­ბებს სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, მისი მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო.

მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა ტრამპმა ორ­შა­ბათს, ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თა.

“მე და­ვას­რუ­ლე ექ­ვსი ომი… ყვე­ლა ეს შე­თან­ხმე­ბა ისე დავ­დე, რომ სი­ტყვა “ზა­ვიც“ კი არ მიხ­სე­ნე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მომ­დევ­ნო დღეს, ომე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც, ტრამ­პის აზ­რით, მან და­ას­რუ­ლა, უკვე შვი­დამ­დე ავი­და.

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია დიდი ხა­ნია აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ას იმ­სა­ხუ­რებს, მათ ის “ომე­ბიც “ აქვთ ჩა­მოთ­ვლი­ლი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და ტრამ­პის ძა­ლის­ხმე­ვით დას­რულ­და.

BBC-ის ფაქ­ტე­ბის გა­დამ­მოწ­მე­ბელ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ, დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი და სცა­და გა­ერ­კვია, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კის მოქ­მედ პრე­ზი­დენტს მათი შე­წყვე­ტა მი­ე­წე­როს.

ის­რა­ე­ლი და ირა­ნი

12-დღი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტი, 13 ივ­ნისს ის­რა­ე­ლის მიერ ირა­ნის ობი­ექ­ტებ­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნით და­ი­წყო.

ტრამპმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლა კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბის შე­სა­ხებ.

თა­ვის მხრივ ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებს აშშ-მაც და­არ­ტყა, რა­საც ბევ­რი ომის და­სას­რუ­ლის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს.

23 ივ­ნისს ტრამპმა Truth Social-ში და­წე­რა:

"ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ირა­ნი იწყებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, 12 სა­ათ­ში ამას ის­რა­ე­ლიც შე­უ­ერ­თდე­ბა, და 24 სა­ათ­ში მსოფ­ლიო ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ე­სალ­მე­ბა 12-დღი­ა­ნი ომის დას­რუ­ლე­ბას“.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ თა­ვის ქვე­ყა­ნა “გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად “ გა­მო­ა­ცხა­და და ცე­ცხლის შე­წყვე­ტა არც კი უხ­სე­ნე­ბია.

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ ხე­ლა­ხა­ლი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში იე­რი­შე­ბი კვლავ გან­მე­ორ­დე­ბა.

ამ­რი­გად ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი თქმით, საქ­მე უფრო ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას­თან გვაქვს, ვიდ­რე “ ომის დას­რუ­ლე­ბას­თან“, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს ,რომ ის­რა­ე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ირა­ნის და­სუს­ტე­ბა­ში ტრამპს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

პა­კის­ტა­ნი და ინ­დო­ე­თი

ორი ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ათე­უ­ლი წლე­ბია გრძელ­დე­ბა. მა­ის­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი კვლავ გა­ნახ­ლდა, რო­დე­საც ინ­დო­ე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქაშ­მირ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და იე­რი­შე­ბი.

ოთხდღი­ა­ნი და­ბომბვის შემ­დეგ, ტრამპმა და­წე­რა, რომ ინ­დო­ე­თი და პა­კის­ტა­ნი "სრულ და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე“ შე­თან­ხმდნენ და ეს მისი გან­ცხა­დე­ბით “აშშ-ს შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი ღა­მის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის“ შე­დე­გი იყო.

პა­კის­ტან­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ტრამპს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ა­ზეც კი წა­რად­გი­ნა, ინ­დო­ეთ­მა შე­და­რე­ბით ფრთხი­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო არ­ხე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რუ­ან­და და კონ­გო (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა)

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ხან­გრძლივ­მა მტრო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­ტა­კე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და, რო­დე­საც წლის და­სა­წყის­ში, M23-ის სა­ხე­ლით ცნო­ბილ­მა აჯან­ყე­ბულ­თა დაჯ­გუ­ფე­ბამ კონ­გოს აღ­მო­სავ­ლე­თით წი­ა­ღი­სე­უ­ლით მდი­და­რი ტე­რი­ტო­რი­ის აღე­ბა შეძ­ლო. იხილეთ სრულად