ორეულები, შეცვლილი გარეგნობა და სხვა თეორიები - 8 ნიშანი იმისა, რომ პუტინი შესაძლოა, საიდუმლო დაავადებას მალავს
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ალასკაზე შეხვდა. ისტორიული სამიტი გუშინ შედგა. თემის გააქტიურებასთან ერთად, მედია აქტიურად წერს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვადასხვა თეორიებსაც განიხილავს.
დასავლური სადაზვერვო სამსახურების მინიშნებების თანახმად, 72 წლის პუტინს ისეთი უმნიშვნელო დაავადებები აწუხებს, როგორიცაა "მოუსვენარი ფეხების სინდრომი", ან ისეთი სერიოზული დაავადებები - როგორიცაა კიბო და პარკინსონის დაავადება.
მისმა გარეგნულმა ცვლილებებმა შექმნა ვარაუდები, რომ პუტინი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად სტეროიდებით მკურნალობს. სხვა თეორიებიც ბევრია...
მედია აქტიურად წერდა იმის შესახებაც, რომ პუტინი სხვადასხვა შეხვედრებზე მის ორეულებს აგზავნიდა. არსებობს ჭორი იმის შესახებაც, რომ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ის ირმის სისხლით ბანაობს...
კრემლმა არაერთხელ უარყო ყველა ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსეთის ლიდერი ავადაა და ინფორმაციას ტყუილი უწოდა. dailymail წერს 8 შესაძლო ნიშანზე, რომელიც მიუთითებს რომ ვლადიმერ პუტინი ავად არის:
1. ფეხების კანკალი
ნოემბერში პუტინმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოგზაურობისას ფეხები უცნაურად აამოძრავა. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მან ტრიბუნას ხელი მოკიდა და ფეხები უკონტროლოდ აუკანკალდა.
„არსებობს რამდენიმე განსხვავებული რამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთი მოძრაობები, მათ შორის პარკინსონის დაავადება და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობები. მხოლოდ რამდენიმე სურათსა და ვიდეოზე დაყრდნობით, ძნელი სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ შესაძლოა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება,“ - განაცხადა ნიუ-იორკელმა მედიკოსმა დოქტორმა ბობ ბერუკჰიმმა.
2. შეშუპებული სახე
ბოლო წლებში პუტინის სახის ნაკვთები საგრძნობლად შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში მისი სახე გაცილებით სავსე გახდა, როდესაც უკრაინელი მაღალჩინოსნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იკითხა: „რა სჭირს პუტინის ლოყებს?“
კანკალი მარცხენა ფეხზე დაეწყო და, როგორც ჩანს, წონასწორობის დაცვა გაუჭირდა. შემდეგ ორივე მუხლი აუკანკალდა და მარცხენა ფეხი წინ გასწია. იხილეთ სრულად