"ჯილდო ტერორისტებისთვის" და "უგუნური გადაწყვეტილება" თუ "გზა მშვიდობისკენ"? - მაკრონმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო: რას პასუხობენ ისრაელიდან და აშშ-დან? | Allnews.Ge

"ჯილდო ტერორისტებისთვის" და "უგუნური გადაწყვეტილება" თუ "გზა მშვიდობისკენ"? - მაკრონმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო: რას პასუხობენ ისრაელიდან და აშშ-დან?

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სა­მარ­თლი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის მი­მართ ის­ტო­რი­უ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტე, რომ საფ­რან­გეთ­მა პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­როს“, – წერს მაკ­რო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მაკ­რო­ნი ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას სექ­ტემ­ბერ­ში გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გეგ­მავს.

"მშვი­დო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა, ყვე­ლა მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ღა­ზას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია "ჰა­მა­სის" დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის, ღა­ზას უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ბო­ლოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა, მისი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი­რე­ბა და, იმ პი­რო­ბით, რომ მოხ­დე­ბა მისი სრუ­ლი დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია და ის­რა­ე­ლის სრუ­ლად აღი­ა­რე­ბა, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მთე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში“, - წერს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ტე­რო­რის­თვის ჯილ­დო“ უწო­და. მისი თქმით, ამ ნა­ბი­ჯ­მა ის­რა­ე­ლის "გა­ნად­გუ­რე­ბის“ შე­საძ­ლებ­ლო­ბას კარი გა­უ­ღო.

"პა­ლეს­ტი­ნე­ლებს არ სურთ სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის გვერ­დით, მათ სურთ სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის ნაც­ვლად“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

ის­რა­ე­ლის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ია­რივ ლე­ვინ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში შავი ლაქა უწო­და. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ის­რა­ელ კაც­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ის­რა­ე­ლი არ და­უშ­ვებს პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას, რად­გან ეს მის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხეს უქ­მნის.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გეგ­მას, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­როს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე წერს.

"ეს უგუ­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ "ჰა­მა­სის" პრო­პა­გან­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მშვი­დო­ბას აფერ­ხებს. ეს 7 ოქ­ტომ­ბრის მსხვერ­პლთათ­ვის სი­ლის გაწ­ვნაა“, - აცხა­დებს რუ­ბიო.

შე­გახ­სე­ნებთ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.