"ჯაშუში ტარაკნები" და AI რობოტები - როგორია მომავლის ომის ტექნოლოგია და რა შესაძლებლობები აქვთ მათ: "ეს ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს" | Allnews.Ge

"ჯაშუში ტარაკნები" და AI რობოტები - როგორია მომავლის ომის ტექნოლოგია და რა შესაძლებლობები აქვთ მათ: "ეს ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს"

გუნდბერტ შერ­ფი იმ გერ­მა­ნუ­ლი სტარ­ტა­პის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, სამ­ხედ­რო დრო­ნე­ბი­სა და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის, Helsing-სთვის მცი­რე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­და­დაც კი სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა უწევ­და, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში ომმა სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა და გა­სულ თვე­ში კომ­პა­ნი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 12 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

“ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ევ­რო­პა თავ­დაც­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ამე­რი­კა­ზე მეტს ხარ­ჯავს", - აცხა­დებს შერ­ფი. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი ევ­რო­პა შე­საძ­ლოა, თავ­დაც­ვის ინო­ვა­ცი­ე­ბის ისე­თი­ვე მას­შტა­ბურ ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დი­დეს, რო­გო­რიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში გა­ნი­ცა­და ამე­რი­კამ".ნა­ცის­ტუ­რი წარ­სუ­ლის ტრავ­მით და პა­ცი­ფის­ტუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტით ფორ­მი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნია , წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ეკი­დე­ბო­და თავ­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს,

დიდ როლს აქ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბიც ას­რუ­ლებ­და, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა და აშშ-ს მერ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის გა­სამ­მა­გე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც 2029 წლის­თვის 162 მი­ლი­არდ ევ­როს მი­აღ­წევს, ამ თან­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ომის წარ­მო­ე­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

Helsing იმ გერ­მა­ნუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის ტალ­ღის ნა­წი­ლია, რომ­ლე­ბიც ისე­თი უახ­ლო­ე­სი საბ­რძო­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­გო­რიც ტან­კის მაგ­ვა­რი რო­ბო­ტე­ბი, უპი­ლო­ტო წყალ­ქვე­შა აპა­რა­ტე­ბი და ე.წ. ჯა­შუ­ში ტა­რაკ­ნე­ბია.

ისი­ნი უკვე აღ­მოჩ­ნდნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი გი­გან­ტე­ბის: Rheinmetall და Hensoldt-ის გვერ­დით, რომ­ლე­ბიც სტარ­ტა­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო ტრა­დი­ცი­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე არი­ან ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და უზარ­მა­ზა­რი შეკ­ვე­თე­ბი აქვთ. იხილეთ სრულად