"ბრიჯიტი მამაკაცად დაიბადა და სქესი შეიცვალა... ის და ემანუელი სისხლით ნათესავები არიან" - ბლოგერის სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მაკრონებმა სარჩელი შეიტანეს | Allnews.Ge

"ბრიჯიტი მამაკაცად დაიბადა და სქესი შეიცვალა... ის და ემანუელი სისხლით ნათესავები არიან" - ბლოგერის სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მაკრონებმა სარჩელი შეიტანეს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, ბრი­ჯიტ მაკ­რონ­მა, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბლო­გე­რი­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კენ­დის ოუ­ენ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

ოუ­ენ­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ საფ­რან­გე­თის ლი­დე­რის მე­უღ­ლე მა­მა­კა­ცად და­ი­ბა­და.რო­გორც უცხო­უ­რი მე­დია წერს, 218-გვერ­დი­ა­ნი სარ­ჩე­ლი შე­ტა­ნი­ლია აშშ-ის შტატ დე­ლა­ვე­რის სა­სა­მარ­თლო­ში. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ ოუ­ენ­სი ავ­რცე­ლებს "ბოდ­ვით, ცი­ლისმწა­მებ­ლურ და თი­თი­დან გა­მო­წო­ვილ ფაბ­რი­კა­ცი­ას".

ოუ­ენსს, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს, არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ ბრი­ჯიტ მაკ­რონ­მა ოდეს­ღაც სქე­სი შე­იც­ვა­ლა. მან ასე­ვე გა­მო­უშ­ვა ვი­დე­ო­ე­ბის სე­რია სა­ხელ­წო­დე­ბით "გარ­დაქ­მნა ბრი­ჯი­ტად".

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა, ამ­ტკი­ცებს, რომ საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი და­ი­ბა­და ჟან-მი­შელ ტრო­ნი­ეს სა­ხე­ლით (რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ძმას ჰქვია). ეს თე­ო­რია არაფ­რით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

BBC-მ ოუ­ენსს სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის­თვის მი­მარ­თა.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა მე­უღ­ლემ ად­ვო­კა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ არა­ერ­თხელ სთხო­ვეს ოუ­ენსს უარი ეთ­ქვა ამ ბრალ­დე­ბებ­ზე, მაგ­რამ "სა­ბო­ლო­ოდ მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა იყო“.

მაკ­რო­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ოუ­ენ­სმა უგუ­ლე­ბელ­ყო ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის სიც­რუ­ის შე­სა­ხებ და გან­ზრახ წა­მო­ი­წყო მთე­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია.

მაკ­რო­ნე­ბი ოუ­ენსს კი­დევ ორ პუნ­ქტში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ტყუ­ილ­ში: სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ემა­ნუ­ე­ლი და ბრი­ჯი­ტი სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მაკ­რო­ნი "საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA) მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გო­ნე­ბის კონ­ტრო­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში“.

"თუკი ოდეს­მე ყო­ფი­ლა ცი­ლის­წა­მე­ბის აშ­კა­რა შემ­თხვე­ვა, ეს სწო­რედ ის არის", – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ტომ კლერ­მა, რო­მე­ლიც წყვი­ლის ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენს.