რუსეთში ხმაურიანი სექსის აკრძალვას გეგმავენ - რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა? | Allnews.Ge

რუსეთში ხმაურიანი სექსის აკრძალვას გეგმავენ - რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა?

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მალე რუ­სებს ხმა­უ­რი­ა­ნი სექ­სის­თვი­საც და­ა­ჯა­რი­მე­ბენ.

23 სა­ა­თის შემ­დეგ სი­ჩუ­მის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის ინ­ტი­მუ­რი სი­ახ­ლო­ვის დროს ხმა­უ­რის გამო, მალე შე­საძ­ლოა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით აიკ­რძა­ლოს, რის დარ­ღვე­ვა­საც, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 000 რუბ­ლის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა მოჰ­ყვე­ბა. ამის შე­სა­ხებ NEWS.ru-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სექ­ტო­რის ექ­სპერ­ტმა დმიტ­რი ბონ­დარ­მა. მისი თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მე­ზობ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თონ და მო­ი­თხო­ვონ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მათ, ვინც მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ცხოვ­რო­ბენ და თა­ვი­ან­თი სა­ძი­ნებ­ლის ხმა­უ­რით მე­ზობ­ლებს აწუ­ხე­ბენ.

დმიტ­რი ბონ­დარ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რა ქმე­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს დუ­მი­ლის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვად. მა­გა­ლი­თად, თუ ბი­ნი­დან გა­მო­მა­ვა­ლი ხმე­ბი მე­ზობ­ლებს აწუ­ხებს, მათ ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თონ და ხმა­უ­რი­ა­ნი წყვი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მის­ცენ.

დმიტ­რი ბონ­და­რი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი:

"ღა­მეა, ყვე­ლა სძი­ნავს, და თქვენ გაქვთ ვნე­ბი­ა­ნი მო­მენ­ტე­ბი - ხმა­მა­ღა­ლი კვნე­სა, ყვი­რი­ლი ან თუნ­დაც ლო­გი­ნის კე­დელ­ზე შე­ჯა­ხე­ბის ხმა. მე­ზობ­ლებს ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ ანი­ჭებს. ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ღა­მის სა­ა­თებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­გა­ჯა­რი­მონ ან გი­ჩივ­ლონ სა­სა­მარ­თლო­ში".

ბონ­და­რის თქმით, მა­გა­ლი­თად, მოს­კოვ­ში ჯა­რი­მამ შე­იძ­ლე­ბა 3 ათას რუბლს (და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ლარს - რედ.) მი­აღ­წი­ოს. ჯა­რი­მე­ბი­სა და მე­ზობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ექ­სპერ­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს რუ­სებს ხმა­უ­რი­ა­ნი სექ­სი გა­და­ი­ტა­ნონ იმ სა­ა­თებ­ში, როცა დუ­მი­ლის რე­ჟი­მი არ მოქ­მე­დებს ან იზ­რუ­ნონ ხმის იზო­ლა­ცი­ა­ზე.