"მას ქმარი და ორი შვილი ჰყავს... ახლახან 2-მილიონიანი სახლი იყიდეს" - რა ხდება ცნობილი ქალზე Coldplay-ს კონცერტის სკანდალური ვიდეოდან
Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ბაირონმა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი რომანი კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსთან, კრისტინ კაბოტთან, Coldplay-ის კონცერტზე გამჟღავნდა.
ინციდენტმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბაირონის ქორწინებისა და კომპანიის რეპუტაციის ირგვლივ უამრავი კითხვა გააჩინა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
ყველაფერი Coldplay-ის კონცერტზე დაიწყო, სადაც ტრადიციულად, დიდ ეკრანზე მაყურებლებს აჩვენებენ და მათ კოცნას სთხოვენ. ამჯერად, კამერამ VIP-ლოჟაში მყოფი ჩახუტებული წყვილი დააფიქსირა. მოულოდნელად, წყვილმა უკან დაიხია და სახეების დამალვა სცადა, რამაც Coldplay-ის სოლისტის, კრის მარტინის, ყურადღება მიიპყრო. მარტინმა იხუმრა: "ძალიან მორცხვები არიან. იმედია, ცუდი არაფერი ჩაგვიდენია“.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეკრანზე ასახული მამაკაცი Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი იყო, ხოლო მასთან ერთად მყოფი ქალბატონი - კრისტინ კაბოტი, კომპანიის HR-ის ხელმძღვანელი. კონცერტზე გადაღებული ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მილიონობით ნახვა დააგროვა. გასაკვირი არ არის, რომ ვიდეო ბაირონის მეუღლემაც ნახა.
შედეგები და რეაქციებიინციდენტის შემდეგ, საზოგადოება შეშფოთდა არა მხოლოდ მილიარდერის დანგრეული ქორწინების, არამედ კომპანია Astronomer-ის ბედის გამოც, რომელსაც მსხვილ დამკვეთებთან კონტრაქტები აქვს. გაჩნდა შიში, რომ კომპანიას სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა და მოგებას დაკარგავდა.
საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ენდი ბაირონმა გადაწყვიტა Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაეტოვებინა. კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა, ისინი გააგრძელებდნენ საქმიანობას.
განცხადებაში ასევე ეწერა: "Astronomer ერთგულია იმ ღირებულებებისა და კულტურის მიმართ, რომლებითაც ჩვენ დაარსებიდანვე ვხელმძღვანელობთ. ჩვენი ლიდერებისგან მოელიან ქცევისა და პასუხისმგებლობის სტანდარტების დადგენას, თუმცა ბოლო დროს ეს სტანდარტები არ იყო დაცული. ენდი ბაირონმა გადადგომის თხოვნით მიმართა დირექტორთა დაბჭოს და თანხმობაც მიიღო". იხილეთ სრულად