ვინ შეიძლება გახდეს რამზან კადიროვის მემკვიდრე? | Allnews.Ge

ვინ შეიძლება გახდეს რამზან კადიროვის მემკვიდრე?

მე­დია წერს, რომ ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ გა­უ­ა­რეს­და - ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან რამ­ზან კა­დი­რო­ვი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ხოლო მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მე­ბი შემ­ცირ­და.

აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს კა­დი­რო­ვი. ამ თე­მა­ზე ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს kavkazr.com

ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის პოს­ტის შე­საძ­ლო პრე­ტენ­დენ­ტებს შო­რის, კა­დი­რო­ვის შვი­ლე­ბის გარ­და, მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც სა­ხელ­დე­ბი­ან.

ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი

original-12iy-63096-1752998036.jpg

დე­ლიმ­ხა­ნო­ვი რამ­ზან კა­დი­რო­ვის კლა­ნის წევ­რია. 2009 წელს ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა მას "უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ძმა­ზე უფრო ახლო“ უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მზად იყო რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ე­ნიშ­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­დი­რო­ვის მე­სა­მე ვაჟს, ადამს, სა­ხე­ლი დე­ლიმ­ხა­ნო­ვის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს.

"დე­ლიმ­ხა­ნო­ვი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, ის ერ­თგუ­ლია და დე­დის მხრი­დან კა­დი­რო­ვის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვია. უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო.

მისი ძმე­ბიც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ: ერთი ად­გი­ლობ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში, მე­ო­რე კი ჩეჩ­ნეთ­ში რუ­სე­თის გვარ­დი­ა­შია", - ამ­ბობს ჩეჩ­ნე­თის ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ი­ხან მუ­ზა­ე­ვი.

მა­გო­მედ და­უ­დო­ვი, "უფა­ლი“

b9e7ca40-12b9-11ef-9ff1-31672546ac9ejpg-63158-1752998061.webp

დე­ლიმ­ხა­ნო­ვის მსგავ­სად, და­უ­დო­ვი არა­ერ­თხელ ცნეს დამ­ნა­შა­ვედ ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში, რის­თვი­საც იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის ქვე­შაა. კერ­ძოდ, "გეი ცი­ხე­ე­ბის“ ყო­ფილ­მა პა­ტიმ­რებ­მა Human Rights Watch-ს გა­ნუ­ცხა­დეს , რომ და­უ­დო­ვი პი­რა­დად აკ­ვირ­დე­ბო­და მათ წა­მე­ბას.

2024 წლის მა­ი­სი­დან ის ჩეჩ­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, რაც რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ნიშ­ნავს, რომ მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­თა­ვე­ში სწო­რედ და­უ­დო­ვი ჩა­უდ­გე­ბა.

"მა­გო­მედ და­უ­დო­ვი უკვე უფრო გა­მოც­დი­ლი და შე­და­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბუ­ლია: დე­ლიმ­ხა­ნოვ­მა სა­ერ­თოდ არ იცის ლა­პა­რა­კი - და­უ­დოვ­მა ის­წავ­ლა. ის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რია, ცხა­დია, რომ ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. მაგ­რამ და­დებს თუ არა კრემ­ლი მას­ზე ფსონს - ეს სა­კი­თხა­ვია.

ლო­გი­კუ­რია, რომ თუ კა­დი­როვს რამე და­ე­მარ­თე­ბა, და­უ­დო­ვი შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ხნით პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ხნით და მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე კა­დი­რო­ვის კლა­ნი­დან ვინ­მეს, ალ­ბათ უმ­ცროს ვაჟს - არ აირ­ჩე­ვენ", - ამ­ბობს სა­ი­ხან მუ­ზა­ე­ვი. იხილეთ სრულად