რა დაემართა ტრამპს და რატომ აქვს ხელები დალურჯებული - თეთრი სახლის ოფიციალური კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე
ბოლო დღეებია, რაც სოციალურ ქსელებში არ წყდება სპეკულაციები დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებამ შენიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ხელებზე სილურჯეები.
საბოლოოდ ამ თემაზე თეთრ სახლში ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწიათ. თეთრი სახლის პრესმდივანი, ქეროლაინ ლევიტი ამბობს, რომ პრეზიდენტს ვენების ქრონიკული დაავადება აწუხებს.
მისი თქმით, თქმით, მას შემდეგ რაც ტრამპს ფეხები შეუშუპდა, ჩაუტარდა "ყოვლისმომცველი გამოკვლევა“, მათ შორის სისხლძარღვების კვლევა.
როგორც ლევიტი აღნიშნავს დალურჯებები ხელებზე ხშირი ხელის ჩამორთმევის შედეგია რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ვენების დაავადებების დროს.
ლივიტის თქმით, ყველა კვლევის შედეგი ნორმის ფარგლებშია. თეთრი სახლის ექიმის განცხადებით, მსგავსი რამ ხშირია 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში და საგანგაშო არაფერია.