სამი ადამიანის დნმ-ის გამოყენებით 8 ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა - რას გულისხმობს პროცედურა: დეტალები განაყოფიერების რევოლუციურ მეთოდზე | Allnews.Ge

სამი ადამიანის დნმ-ის გამოყენებით 8 ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა - რას გულისხმობს პროცედურა: დეტალები განაყოფიერების რევოლუციურ მეთოდზე

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­თო­დის წარ­მა­ტე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ექი­მე­ბის გუნ­დი ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში უდი­დეს გარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნე­ვა.

მათი თქმით, და­ი­ბა­და 8 ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, 3 ადა­მი­ა­ნის დნმ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, დე­დი­სა და მა­მის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის გა­და­ტა­ნით ჯან­მრთე­ლი დო­ნო­რის კვერ­ცხუ­ჯრედ­ში - სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად.ამ ახა­ლი მე­თო­დის მი­ზა­ნია, ბავ­შვის მი­ტო­ქონ­დრი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით და­ბა­დე­ბის პრე­ვენ­ცია. ექი­მებ­მა 3 ადა­მი­ა­ნის დნმ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით, შექ­მნეს ემ­ბრი­ო­ნე­ბი, რათა ბავ­შვებს არ ჰქო­ნო­დათ გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.

ახალ­შო­ბილ­თა დე­დე­ბი მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ იყ­ვნენ, რომ მათ შვი­ლებს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­და­ე­ცე­მო­დათ მი­ტო­ქონ­დრი­ე­ბის მუ­ტა­ცი­ის გამო.

მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სი­ახ­ლეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ექი­მე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ მას შემ­დეგ, რაც დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა 2015 წელს შეც­ვა­ლა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და და­უშ­ვა ეს პრო­ცე­დუ­რა. ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ 2017 წელს ნი­უ­კას­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კას ლი­ცენ­ზია მი­ა­ნი­ჭა და სწო­რედ ამ კლი­ნი­კის ექი­მებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ეს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი.

და­ი­ბა­და 4 გო­გო­ნა და 4 ბიჭი, მათ შო­რის ერთი იდენ­ტუ­რი ტყუ­პი. მათ არ აღე­ნიშ­ნე­ბათ მი­ტო­ქონ­დრი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბის რის­კიც არ­სე­ბობ­და. კი­დევ ერთი ორ­სუ­ლო­ბა ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს.პრო­ფე­სორ­მა დაგ ტერნ­ბულ­მა, რო­მელ­მაც, გუნდთან ერ­თად, პრო­ცე­დუ­რის შე­მუ­შა­ვე­ბას ორ ათწლე­ულ­ზე მეტი და­უთ­მო, გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლი ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბა მკვლევ­რე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის­თვის დიდი შვე­ბაა. გუნ­დის კი­დევ ერთი წევ­რის, მერი ჰერ­ბერ­ტის თქმით, პრო­ცე­დუ­რის წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლას­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლია. იხილეთ სრულად