"თალიბანი" ამერიკელ ტურისტებს ავღანეთში ეპატიჟება - რა ვიდეოს ავრცელებენ სოციალურ ქსელებში?
თალიბები ამერიკელ ტურისტებს ავღანეთში ეპატიჟებიან. სარეკლამო ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ავღანელები ქვეყნის ტერორისტულ რეპუტაციაზე ხუმრობენ და აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ეს ადგილი დასასვენებლად მიიჩნიონ.
პირველ კადრში ხუთი შეიარაღებული ავღანელი მამაკაცი ჩანს, რომლებიც სამი დაჩოქილი ფიგურის უკან დგანან. ეს "ისლამური სახელმწიფოს“ მძევლების ვიდეოებს მოგვაგონებს.
"ჩვენ ერთი გზავნილი გვაქვს ამერიკისთვის“, - ამბობს ავღანელი კამერის წინ. შემდეგ ერთ-ერთ დაჩოქილ მამაკაცს კაპიუშონს ხდის: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავღანეთში!“
ვიდეო თალიბანს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ჯგუფში და სცადეს ვიზიტორების მისაზიდად და ქვეყნის დადებითი იმიჯის შესაქმნელად დასავლელი "გავლენიანი" პირების მიწვევა.
ამერიკელი პორნოვარსკვლავი უიტნი რაიტი მარტში იმყოფებოდა ავღანეთში და თავისი მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. სხვა ვიზიტორებს შორის იყო მარიან აბდი, ამერიკელი ვიდეო ბლოგერი, რომელიც თალიბანის რეჟიმის განდიდების გამო დასავლეთში გააკრიტიკეს.მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი ცდილობს ავღანეთი უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყნად წარმოაჩინოს, აშშ-ის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში მოგზაურობისგან, ტერორიზმის, დანაშაულის, სამოქალაქო არეულობისა და გატაცების მაღალი რისკის გამო.
View this post on Instagram