ხანგრძლივი ზაფხული - ევროპის ზოგიერთ ქალაქში ცხელი დღეები 5 თვე გრძელდება: რას ამბობენ მეცნიერები შეცვლილ კლიმატურ პირობებზე? | Allnews.Ge

ხანგრძლივი ზაფხული - ევროპის ზოგიერთ ქალაქში ცხელი დღეები 5 თვე გრძელდება: რას ამბობენ მეცნიერები შეცვლილ კლიმატურ პირობებზე?

მსოფ­ლი­ო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას­თან ერ­თად, ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბის ნა­წილ­ში ცხე­ლი სე­ზო­ნი აღარ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი ზა­ფხუ­ლის თვე­ე­ბით, ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ხან­გრძლი­ვი იყოს და შე­სა­ბა­მი­სად, ზა­ფხუ­ლიც გა­ხან­გრძლივ­დეს.

Climate Resilience for All-ის ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში 32°C-ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა წე­ლი­წად­ში უკვე ხუთ თვემ­დე გრძელ­დე­ბა, კვლე­ვა 2019-დან 2023 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს და 85 ქა­ლა­ქის მო­ნა­ცე­მებს ეფუძ­ნე­ბა.კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ცხელ ქა­ლა­ქი ათე­ნია, აქ ცხე­ლი სე­ზო­ნი მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან იწყე­ბა და ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე გრძელ­დე­ბა - სა­შუ­ა­ლოდ 145 დღეს მო­ი­ცავს.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა ტი­რა­ნა (ალ­ბა­ნე­თი), 143 დღით.

ლი­სა­ბონ­ში (პორ­ტუ­გა­ლია) სი­ცხე­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 136 დღეს გრძელ­დე­ბა, ხოლო მად­რიდ­ში (ეს­პა­ნე­თი) — 119 დღეს

ისეთ ქა­ლა­ქებ­ში რო­გო­რი­ცაა მი­უნ­ხე­ნი და ვარ­შა­ვა სი­ცხის სე­ზო­ნი შე­და­რე­ბით ხან­მოკ­ლეა - და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ან ორი თვე, თუმ­ცა კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი აქაც ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია.

World Weather Attribution, Climate Central - მა და წი­თე­ლი ჯვრის კლი­მა­ტურ­მა ცენ­ტრმა 2024 წლის მა­ი­სი­დან 2025 წლის მა­ი­სამ­დე პე­რი­ო­დი შე­ის­წავ­ლა და მკვლევ­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ წინა წლე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით სი­ცხის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში.