მამა, რომელიც ოჯახის გადარჩენას შეეწირა, გოგონები ზაფხულის ბანაკიდან, მოსიყვარულე ბებია და ტეხასის ტრაგედიის სხვა ისტორიები | Allnews.Ge

მამა, რომელიც ოჯახის გადარჩენას შეეწირა, გოგონები ზაფხულის ბანაკიდან, მოსიყვარულე ბებია და ტეხასის ტრაგედიის სხვა ისტორიები

ჯუ­ლი­ან რა­ი­ა­ნის მიერ, დე­დის­თვის ნათ­ქვა­მი უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო: „მიყ­ვარ­ხარ“, რო­დე­საც წყალ­მა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მო­იც­ვა. მან წა­მის მე­ა­სედ­ში მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხელი ფან­ჯრი­დან გა­ე­ყო და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­დი­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში დახ­მა­რე­ბო­და სა­ცო­ლეს, ორ მცი­რე­წლო­ვან შვილს და დე­დას.

ამას რა­ი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მი­ნამ ხე­ლის არ­ტე­რია გა­და­უჭ­რა...პა­რას­კევს, გამ­თე­ნი­ი­სას, ბნელ, ქა­რიშ­ხლი­ან სა­ა­თებ­ში, წყალ­დი­დო­ბამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­იც­ვა რე­გი­ო­ნი, მათ შო­რის მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბით სავ­სე ბა­ნა­კი. ოთხი თვის ნა­ლე­ქი სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ვი­და და ახ­ლომ­დე­ბა­რე მდი­ნა­რე გვა­და­ლუ­პე 7 მეტრზე მე­ტით ადიდ­და - წა­ი­ღო სახ­ლე­ბი, მან­ქა­ნე­ბი, ბა­ნა­კის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და ქო­ხე­ბი.

რო­გორც კი გა­თე­ნე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის სრუ­ლი მას­შტა­ბე­ბი გახ­და აშ­კა­რა. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. უამ­რა­ვი გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და ზა­ფხუ­ლის ბა­ნაკ­ში, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი იყო.

d64a307f-1bb0-4612-9cbf-178822f368f7-1920x1080-41415-1751876310.jpg

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ტე­ხას­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 80 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 21 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი კვლავ იზ­რდე­ბა. CNN-ის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია KHOU-ს ცნო­ბით, რა­ი­ა­ნის ცხე­და­რი მხო­ლოდ წყლის დო­ნის და­წე­ვის შემ­დეგ იპო­ვეს.

თუმ­ცა, ეს არ არის ერ­თე­უ­ლი ის­ტო­რია. სტი­ქი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და მე­დია რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ წერს.

ორი შვი­ლის მამა და მისი უკა­ნას­კნე­ლი გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი. იხილეთ სრულად