ვინ იყო წყვილი, რომლის ცხოვრებაზე შექმნილმა კომიქსებმა 90-იან წლებში საღეჭი რეზინის ბუმი გამოიწვია?
90-იან წლებში საქართველოში ნამდვილი ბუმი დაიწყო: ბავშვებიც და მოზრდილებიც გატაცებით აგროვებდნენ „Love is…“ საღეჭი რეზინის სურათებიან ფურცლებს. ფოტოებზე მულტფილმის შეყვარებული წყვილი - ქერა გოგონა და შავგვრემანი ბიჭი იყო გამოსახული. ჩვენ მოგიყვებით, ვინ იყვნენ რომანტიკული ნახატების პროტოტიპები და რატომ აღმოჩნდა მათი სიყვარული ტრაგიკულად ხანმოკლე. ნიჭიერი მხატვრის, კიმის და მისი მეუღლის, რობერტოს ისტორიამ საღეჭი რეზინის ფურცლებზე ამაღელვებელი სიუჟეტები შემოგვინახა.
ახალზელანდიელი მხატვარი
ეს ისტორია 60-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც დასავლეთში ჰიპების კულტურა ყვაოდა. თავისუფლების იდეა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა: ჰიპები ნებისმიერი ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პაციფიზმსა და სიყვარულს ქადაგებდნენ. მათი მიმდევარი იყო ახალზელანდიელი მხატვარი კიმ გროუვი. როგორც კი გოგონა 19 წლის გახდა, სამოგზაუროდ გაეშურა – მიზანი სიყვარულის ძიება იყო. რა თქმა უნდა, ხატავდა ყველაფერს, რაც გზად შეხვდებოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სათხილამურო კლუბში, კიმი იტალიელ ინჟინერ რობერტო კაზალის შეხვდა. გოგონას მაშინვე შეუყვარდა სერიოზული და სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი. რობერტო კი თავიდან თითქმის ვერ ამჩნევდა მორიდებულ, წყნარ გოგონას. ისინი უბრალოდ მეგობრებად რჩებოდნენ.
რობერტომ იმის გაცნობიერება, რომ კიმი მისთვის უბრალო მეგობარზე მეტი იყო, მას შემდეგ დაიწყო, რაც მხატვარმა მისთვის მულტფილმის სიუჟეტების ხატვა დაიწყო, რომელსაც რესტორნის ხელსახოცებსა და საფოსტო ბარათებზე უტოვებდა.
ქერა გოგონა და შავგვრემანი ბიჭი – თავად კიმი და რობერტო – მის ნახატებში სხვადასხვა ყოფით სიტუაციაში ხვდებოდნენ, რასაც კიმი თავისი სიყვარულის გამოსახატად იყენებდა. თითოეულ ასეთ სურათს ჰქონდა წარწერა: „Love is…“ – „სიყვარული ეს არის…“
მალე მორიდებულმა გოგონამ რობერტოს გული დაიპყრო. მამაკაცი გულგრილი ვერ დარჩა მისი ნაზი და ასეთი უჩვეულო აღიარებების მიმართ. წყვილმა შეხვედრები დაიწყეს. რობერტო აღფრთოვანებული იყო საყვარელი ქალის ამაღელვებელი ნახატებით. კიმი კი სულაც არ თვლიდა თავს ნიჭიერად, ნახატები მხოლოდ საყვარელი ადამიანის გულის მოგებაში ეხმარებოდა.
რობერტო საყვარელ ბარათებს ფასდაუდებელ საჩუქრად მიიჩნევდა და ყველას ინახავდა. ერთ დღეს ნაცნობ ჟურნალისტს ესაუბრა და კიმის რამდენიმე ნახატი გაზეთ „ლოს-ანჯელეს თაიმსში“ დაიბეჭდა. კომიქსებმა საზოგადოება მოხიბლა. ახალზელანდიელ მხატვარზე მთელ ქვეყანაში ალაპარაკდნენ. კიმ გროუვი პოპულარული და წარმატებული გახდა: მისი ნახატები გამოჩნდა ჭიქებზე და ბლოკნოტებზე, კალენდრებსა და მაისურებზე, ამშვენებდა ხელსახოცებს, ღია ბარათებს. უშვებდნენ მაგნიტებს ცნობილი შეყვარებული წყვილის სახით. იხილეთ სრულად