"ბუნდესტაგი არ არის ცირკის კარავი, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება" - პრაიდის დროშაზე ფრიდრიხ მერცის ამ განცხადებას კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა | Allnews.Ge

"ბუნდესტაგი არ არის ცირკის კარავი, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება" - პრაიდის დროშაზე ფრიდრიხ მერცის ამ განცხადებას კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რის (CDU) ლი­დე­რი ფრიდ­რიხ მერ­ცი ოპო­ზი­ცი­ის მძაფ­რი კრი­ტი­კის სა­მიზ­ნე მას შემ­დეგ გახ­და, რაც უარი გა­ნა­ცხა­და ბუნ­დეს­ტაგ­ში პრა­ი­დის დრო­შის აღ­მარ­თვა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ "ბუნ­დეს­ტა­გი არ არის ცირ­კის კა­რა­ვი, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი დრო­შის აღ­მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა".

მერცმა სამ­შა­ბათს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მოს­ვლი­სას და­იც­ვა თა­ვი­სი პარ­ტი­ის პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და ბუნ­დეს­ტა­გის პრე­ზი­დენ­ტი იუ­ლია კლეკ­ნე­რი, რო­მელ­მაც ადრე, ასე­ვე უარი გა­ნა­ცხა­და 26 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი კრის­ტო­ფერ სტრიტ დეის (Christopher Street Day) აღ­სა­ნიშ­ნა­ვად პა­რი­დის დრო­შის გა­მო­ფე­ნა­ზე. მერ­ცის თქმით, ეს დრო­შა მხო­ლოდ 17 მა­ისს - ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს უნდა აღი­მარ­თოს.

“ყვე­ლა სხვა დღეს ბუნ­დერ­სტაგ­ზე უნდა ფრი­ა­ლებ­დეს მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი და არა სხვა“, - დას­ძი­ნა მან.

მე­მარ­ცხე­ნე ცენ­ტრის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის დე­პუ­ტატ­მა სოფი კოხ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა კან­ცლე­რი. “ნუთუ ეს ნიშ­ნავს, რომ LGBTQ+ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მერ­ცის­თვის ცირ­კის ცხო­ვე­ლებს ჰგავს?“ - იკი­თხა მან.

"მწვა­ნე­ე­ბის" ფრაქ­ცი­ის ლი­დერ­მა ბუნ­დეს­ტაგ­ში, კა­ტა­რი­ნა დრი­ო­გემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დრო­შა წარ­მო­ად­გენს “ჯგუფს, რო­მე­ლიც სულ უფრო მე­ტად ხვდე­ბა სი­ძულ­ვი­ლის, ძა­ლა­დო­ბი­სა და მტრუ­ლი გან­წყო­ბე­ბის მსხვერ­პლი“, ამი­ტომ მისი ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტშია.

უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ, წინა წლებ­ში პრა­ი­დის დროს ბუნ­დეს­ტა­გის შე­ნო­ბა­ზე ცი­სარ­ტყე­ლას დრო­შის აღ­მარ­თვა ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნა იყო და ყო­ფი­ლი კან­ცლე­რე­ბი თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.