მორიგი დაპირისპირება: დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა | Allnews.Ge

მორიგი დაპირისპირება: დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა

პრე­ზი­დენ დო­ნალდ ტრამპსა და მის ყო­ფილ მრჩე­ველ ელონ მასკს შო­რის კონ­ფლიქ­ტი სულ უფრო მწვა­ვე ფა­ზა­ში შე­დის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით მო­რიგ ჯერ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ ტრამ­პი მასკს თა­ვის სამ­შობ­ლო­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.

"არ ვიცი... უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ,“ - გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სამ­შა­ბათს, მას შემ­დეგ, რაც მას­კის დე­პორ­ტა­ცი­ა­ზე შე­კი­თხვა და­უს­ვეს, “შე­იძ­ლე­ბა მას­თან DOGE - ის გაგ­ზავ­ნაც კი მოგ­ვი­წი­ოს ( Department of Government Efficiency - მას­კის თა­ოს­ნო­ბით შექ­მნი­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი - რედ.) იცით, რა არის DOGE? - ურჩხუ­ლია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ილო­ნიც კი შე­ჭა­მოს“, - დას­ძი­ნა მან.

აშშ - ს მოქ­მედ პრე­ზი­დენ­ტსა და პლა­ნე­ტის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მას­კი ტრამ­პის “დიდი და მშვე­ნი­ერ კა­ნონპ­რო­ექ­ტის“ (სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი­სა და ხარ­ჯვი­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ხებ) ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ კრი­ტი­კო­სად გა­და­იქ­ცა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ილონ მას­კის სი­ტყვე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექტს იმ მი­ზე­ზით აკ­რი­ტი­კებს, რომ ის ამ­ცი­რებს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის სუბ­სი­დი­ებს და ამავდრო­უ­ლად ზრდის ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ციტ­საც. მი­ლი­არ­დე­რი და­ი­მუქ­რა, რომ თუკი ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი დამ­ტკიც­დე­ბო­და, იგი იმა­ვე დღეს ახალ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტია "America Party“- ის შექ­მნი­და, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში ისევ რეს­პუბ­ლი­კელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბას შე­არ­ყევ­და.

ტრამპმა მას­კის კრი­ტი­კა უარ­ყო და გა­აფრ­თხი­ლა, რომ მას ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის სუბ­სი­დი­ებ­ზე ბევ­რად მე­ტის და­კარ­გვა შე­ეძ­ლო.

“არა­ვის უნდა ელექტრო­მო­ბი­ლი. მე არ მინ­და ელექტრო­მო­ბი­ლი", - თქვა ტრამპმა, თუმ­ცა ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რო­გორ აქ­ცია თეთ­რი სახ­ლის სამ­ხრეთ ეზო Tesla-ს დრო­ე­ბით შო­უ­რუ­მად 2024 წელს. იხილეთ სრულად