"დაკავებული 31 წლის ქართველი ქალია... მას მოხუცის მომვლელად უნდა ემუშავა" - საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს | Allnews.Ge

"დაკავებული 31 წლის ქართველი ქალია... მას მოხუცის მომვლელად უნდა ემუშავა" - საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

ქი­ო­სის სამ­წევ­რი­ან­მა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ 31 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 10 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

ქალი და­უ­დევ­რო­ბით გა­მოწ­ვე­ულ ხან­ძარ­ში ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. ინ­ცი­დენ­ტი გა­სულ ორ­შა­ბათს დი­ლით, ქი­ო­სის ლეპ­ტო­პო­დას რა­ი­ონ­ში მოხ­და.საქ­მის დე­ტა­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ ქალი კუნ­ძულ­ზე სულ რა­ღაც 24 სა­ა­თით ადრე ჩა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. მას მო­ხუ­ცი ქა­ლის მომ­ვლე­ლად უნდა ემუ­შა­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე ლეპ­ტო­პო­დას რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. მას შემ­დეგ რაც ქალ­მა ნა­ხევ­რად ჩამ­ქრა­ლი სი­გა­რე­ტი გზა­ზე გა­და­აგ­დო, მიმ­დე­ბა­რე მცე­ნა­რე­ულ სა­ფარს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. შემ­თხვე­ვას ჰყავ­დნენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

ეს შემ­თხვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ქი­ო­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში უკვე მძვინ­ვა­რებ­და დიდი ხან­ძა­რი, რა­მაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და გა­რე­მოს მძი­მე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

სა­სა­მარ­თლომ, გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვამ შე­საძ­ლოა დიდი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ქმე­დე­ბა გან­ზრახ და­ნა­შა­უ­ლად არ მი­იჩ­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი და­ა­კის­რა. სას­ჯე­ლი მო­ი­ცავს სამ წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას და 10 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ფუ­ლად ჯა­რი­მას. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში უკვე შე­ვი­და და აღ­სრუ­ლე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. ქალი სას­ჯელს სა­ბერ­ძნე­თის ცი­ხე­ში მო­იხ­დის.

ქი­ო­სის კუნ­ძულ­ზე ბოლო წლებ­ში ხში­რია ხან­ძრე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რა­საც ხელს უწყობს ცხე­ლი კლი­მა­ტი, მშრა­ლი ბუ­ნე­ბა და მცხუნ­ვა­რე მზე. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკაც­რად ებ­რძვის მსგავს ინ­ცი­დენ­ტებს, რათა და­იც­ვას რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა, ისე ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი.