320 ბრილიანტით მოჭედილი საათი, 190 000-დოლარიანი ავტომობილი და გასროლა ოქროს იარაღიდან - რამზან კადიროვის არასრულწლოვანი შვილის ქორწილის არნახული ფუფუნება
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟის, ადამ კადიროვის ქორწილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ მისი ახალგაზრდული ასაკის, არამედ დღესასწაულზე გამოჩენილი ფუფუნების გამო. Telegram-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, შაბათ-კვირას გამართულ საქორწინო ცერემონიაზე ადამი ოქროს იარაღითა და მაჯის საათით იყო, რომლის ღირებულებაც მცირე რუსული ქალაქის წლიურ ბიუჯეტს უტოლდება - წერს რუსული მედია.
შოკისმომგვრელი დეტალები: საათი, მანქანა და ოქროს იარაღიTelegram-ის არხის "VChK-OGPU" ცნობით, ადამ კადიროვს მაჯაზე ეკეთა Jacob & Co. Billionaire ASHOKA-ს საათი, რომელიც 320 ბრილიანტით არის მოჭედილი. მისი ფასი 27.7 მილიონ დოლარია, რაც აშკარად გაუგონარი თანხაა.
გარდა ამისა, ადამი გადაადგილდებოდა ლიმიტირებული გამოშვების "Mercedes-Benz G-Class Edition STRONGER THAN THE 1980s"-ის მოდელის ავტომობილით. ეს სერია სულ 460 ავტომობილს მოიცავს და ოფიციალურად რუსეთში არასოდეს ჩამოუტანიათ. მანქანა გერმანიაში 2025 წლის 16 აპრილს იქნა წარდგენილი, მისი საწყისი ფასი კი 190 ათასი დოლარია. იხილეთ სრულად