ვერტმფრენმა დეტროიტის ქუჩებში ათასობით დოლარი გადმოყარა - ვრცელდება უჩვეულო სანახაობის ამსახველი ვიდეო | Allnews.Ge

ვერტმფრენმა დეტროიტის ქუჩებში ათასობით დოლარი გადმოყარა - ვრცელდება უჩვეულო სანახაობის ამსახველი ვიდეო

დეტ­რო­ი­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა უჩ­ვე­უ­ლო სა­ნა­ხა­ო­ბის მომსწრე გახ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მათ თავ­ზე დო­ლა­რე­ბის წვი­მა და­ი­წყო. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ათა­სო­ბით დო­ლა­რი ვერ­ტმფრენ­მა ჩა­მო­ყა­რა.

გა­ო­ცე­ბუ­ლი თვითმხილ­ვე­ლე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან, detroitnews -თან სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­მა ფული აი­ღეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი “სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო.“

„იმ­დე­ნი ხალ­ხი იყო, რომ ეს ნამ­დვი­ლად სი­გი­ჟე იყო“, - თქვა თვითმხილ­ველ­მა.

მომ­ხდა­რის გამო დრო­ე­ბით სა­ვა­ლი გზაც კი გა­და­კე­ტა. ფუ­ლის ასა­ღე­ბად ხალ­ხი მან­ქა­ნებს აჩე­რებ­და და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის შუ­ა­გულ­ში ტო­ვებ­და.

ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აც გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერ­მა ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ერთ-ერთი ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ოს მფლო­ბე­ლის უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი იყო. მა­მა­კა­ცი ცოტა ხნის წინ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა და მან ახ­ლობ­ლებს უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნა და­უ­ტო­ვა.