კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ - მედია 10-წლიანი თანაცხოვრების დასრულების მიზეზებზე წერს | Allnews.Ge

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ - მედია 10-წლიანი თანაცხოვრების დასრულების მიზეზებზე წერს

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რა­ლი კეტი პერი და მსა­ხი­ო­ბი ორ­ლან­დო ბლუ­მი თით­ქმის 10-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

"კეტი და ორ­ლან­დო და­შორ­დნენ, თუმ­ცა მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს“, - გა­ნუ­ცხა­და წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ Us Weekly-ს ოთხშა­ბათს.

ინ­სა­ი­დე­რის თქმით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა "თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი იყო“, ამი­ტომ და­შო­რე­ბა არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ უთან­ხმო­ე­ბა პე­რის კოს­მოს­ში ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბა­მაც გა­მო­იწ­ვია. კი­დევ ერთ მი­ზე­ზად პე­რის ახა­ლი ალ­ბო­მის კრი­ტი­კაც და­სა­ხელ­და.

"კეტი ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო ახა­ლი ალ­ბო­მის კრი­ტი­კის შემ­დეგ. ამან ის სტრეს­ში ჩა­აგ­დო. ორ­ლან­დო გა­გე­ბით მო­ე­კი­და, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ინც გაჩ­ნდა“, - გა­ნუ­ცხა­და წყა­რომ გა­მო­ცე­მა pagesix-ს.

და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი წყვილს არ გა­უ­კე­თე­ბია.

40 წლის პერი და 48 წლის ბლუ­მი პირ­ვე­ლად 2016 წელს, "ოქ­როს გლო­ბუ­სის“ და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დგომ წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდნენ. წყვილს 4 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი დე­ი­ზი დავი ჰყავს.