ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა - რატომ არის სრუტის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი?
ირანი ნავთობის მნიშვნელოვანი დერეფნის - ჰორმუზის სრუტის დახურვას გეგმავს. telegraph-ის ცნობით, ინიციატივას მხარი ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაუჭირა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობისა და სხვა გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია. ამ გზით, მსოფლიოს ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% მიეწოდება.
ამ მარშრუტით გადის კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი წილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნული სიახლე შეაფასა და ირანის პარლამენტის გადაწყვეტილებას “საშინელი შეცდომა“ უწოდა."ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა კიდევ ერთი საშინელი შეცდომა და მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება", - განაცხადა რუბიომ Fox News-ის ეთერში.