როგორი თვითმფრინავით დაფრინავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი?
დონალდ ტრამპი ხშირად აქებს სხვა ქვეყნების თვითმფრინავებს. „თუ უყურებთ ზოგიერთ არაბულ ქვეყანას და მათ თვითმფრინავებს, რომლებიც შეერთებული შტატების თვითმფრინავის გვერდით დგას - ისინი თითქოს სხვა პლანეტიდან არიან“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც კატარისგან საჩუქრად თვითმფრინავის მირების საკითხს განიხილავდა.
აშშ-ის პირველი პირი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა უზარმაზარ თვითმფრინავებს, რომლებსაც, როგორც წესი, მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების უმეტესობა ირჩევს.
მას ისეთი ზომის თვითმფრინავები ჰყავდა, რომ ზოგიერთ აეროპორტში დაშვებაც შეუძლებელიც კი იყო. თუმცა, მათი არაპრაქტიკულობის მიუხედავად, ტრამპის თვითმფრინავები ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.
1980-იანი წლების ბოლოს, ტრამპმა Plaza Hotel-სა და პროფესიონალურ საფეხბურთო გუნდთან ერთად შეიძინა ავიაკომპანია Eastern Airlines-ი და ის Trump Shuttle-ად აქცია, რომელიც ნიუ-იორკიდან ბოსტონსა და ვაშინგტონში დაფრინავდა. ბიზნესი ჩავარდა, მაგრამ ტრამპს Boeing 727-ები დარჩა და ერთ-ერთი თავისი გემოვნებით განაახლა.
მისი თვითმფრინავის ახალი ინტერიერი იდეალურად შეესაბამებოდა მაშინდელ ეპოქას: წითელი ხავერდის სავარძლები, ძვირად ღირებული ხის მაგიდები, ნახატები მასიურ ჩარჩოებში.
„ის ყოველთვის ელეგანტური იყო. მაგრამ, მაგალითად, თვითმფრინავს ხმის ჩამხშობი სისტემები არ ჰქონდა, ამიტომ ლაგუარდიაში 23:00 საათის შემდეგ ვერ ვეშვებოდით. მახსოვს, პირველად რომ ავედი თვითმფრინავში, ვკითხე: „რა აკლია?“, - ამბობს მარკუსი, რომელიც ტრამპის თვითმფრინავს მართავდა.
საბოლოოდ ტრამპმა, მისი Boeing-ი განაახლა. ამისთვის კერძო თვითმფრინავების ინტერიერის დიზაინის სპეციალისტს ერიკ როთს დაუკავშირდა და მასზე დაახლოებით 37 მილიონი დოლარი დახარჯა.
“როგორც წესი, არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდი მყავს, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო. ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ის და მე ვიღებდით“, - ამბობს როთი დონალდ ტრამპზე საუბრისას.
ტრამპის პენტჰაუსის ინტერიერით შთაგონებულმა როთმა შექმნა დიზაინი, რომელიც მარმარილოსა და კრემისფერ ტონებს ოქროსფერ აქცენტებთან აერთიანებდა - 24-კარატიანი ოქროთი იყო მოპირკეთებული უსაფრთხოების ღვედის ბალიშებიც კი. იხილეთ სრულად