2-მილიარდიანი B-2 Spirit - რა შესაძლებლობები აქვს ბომბდამშენს, რომლითაც აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა | Allnews.Ge

2-მილიარდიანი B-2 Spirit - რა შესაძლებლობები აქვს ბომბდამშენს, რომლითაც აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის დროს აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის B-2 ტი­პის ბომბდამ­შე­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი დო­ნის ბომბდამ­შე­ნია.ტე­ლე­კომ­პა­ნია გან­მარ­ტავს, რომ ოთხძ­რა­ვი­ან B-2-ს შე­უძ­ლია იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ბირ­თვუ­ლი ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ია­რა­ღით, მას ორ­კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი მარ­თავს, აქვს 40 000 ფუნ­ტი [20 ტონა] ტვირ­თამ­წე­ო­ბა და შე­უ­ზღუ­და­ვი დი­ა­პა­ზო­ნი სა­ჰა­ე­რო საწ­ვა­ვის შევ­სე­ბით.

აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ინ­ვენ­ტარ­ში მხო­ლოდ 20 B-2 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვია, რომ­ლე­ბიც მი­სუ­რის შტატ­ში, უა­ით­მე­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ბა­ზა­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი ბომბდამ­შე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. ამას­თან, CNN-ს ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ორმა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, რომ აშშ-მა ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის დროს მა­სი­უ­რი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შეღ­წე­ვა­დო­ბის (MOP) ბომ­ბი - GBU-57A/B - გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც "ბუნ­კე­რის ამ­ფეთ­ქებ­ლის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

B-2 აშშ-ის ინ­ვენ­ტარ­ში ერ­თა­დერ­თი თვითმფრი­ნა­ვია, რო­მელ­საც GBU-57A/B-ის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლია.