ვრცელდება კადრები, როგორ აწყობენ "მოსადის" აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს - სიზუსტით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო | Allnews.Ge

ვრცელდება კადრები, როგორ აწყობენ "მოსადის" აგენტები ირანის სიღრმეში რაკეტებსა და ასაფეთქებელ დრონებს - სიზუსტით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო

ირან­ზე 200 საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვის გაშ­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც, მათი თქმით, ჩანს, თუ რო­გორ აწყო­ბენ „მო­სა­დის“ აგენ­ტე­ბი ირა­ნის სიღ­რმე­ში რა­კე­ტებ­სა და ასა­ფეთ­ქე­ბელ დრო­ნებს. ეს რა­კე­ტე­ბი თე­ი­რან­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­მიზ­ნე­ე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

მო­სა­დი ის­რა­ე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოა. მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ან­ტი­ტე­რო­რიზ­მი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ზრახ­ვე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. ინ­სტი­ტუ­ტი ის­რა­ე­ლის სა­ი­დუმ­ლო სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის კომ­პო­ნენ­ტია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვი­სა და ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის­გან.მო­სა­დი აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­გენ­ტოს­თან (CIA), ბრი­ტა­ნულ MI-6-თან, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­თან (СВР) ერ­თად, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სი­ა­ში შე­დის.

10 თვის წინ, მო­სად­მა ლი­ბან­ში „ჰეზ­ბო­ლას“ ოპე­რა­ტი­უ­ლი წევ­რე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ათა­სო­ბით პე­ი­ჯე­რი­სა და რა­ცი­ო­ნის სა­ბო­ტა­ჟი მო­ა­ხერ­ხა. თავ­დას­ხმას 37 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­ახ­ლო­ე­ბით 3000 კი და­შავ­და. შემ­დეგ ამ სამ­სა­ხურ­მა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა­ში, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­ნად­გუ­რა ჰეზ­ბო­ლას ლი­დე­რე­ბი.

ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "მო­სად­მა“ ირან­ში ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის, აგენ­ტე­ბი­სა და ლო­ჯის­ტი­კის ღრმა ქსე­ლე­ბი შექ­მნა. გა­სულ წელს, „ჰა­მა­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ის­მა­ილ ჰა­ნია თე­ი­რან­ში, სამ­თავ­რო­ბო სას­ტუმ­როს ოთახ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბომ­ბით მოკ­ლეს.