"ბალისტიკურ რაკეტებს 12 წუთი სჭირდებათ თელ-ავივამდე მისაფრენად... მათი 100%-იანი განეიტრალება ურთულესი ამოცანაა, თუმცა..." - როგორ იცავს ისრაელი თავს? | Allnews.Ge

"ბალისტიკურ რაკეტებს 12 წუთი სჭირდებათ თელ-ავივამდე მისაფრენად... მათი 100%-იანი განეიტრალება ურთულესი ამოცანაა, თუმცა..." - როგორ იცავს ისრაელი თავს?

ირან­მა ის­რა­ელ­ზე სა­პა­სუ­ხო სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. შე­ტე­ვა რამ­დე­ნი­მე ფა­ზად გან­ხორ­ცი­ელ­და.

რა­კე­ტე­ბის ნა­წი­ლი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ გა­ა­უვ­ნებ­ლა, თუმ­ცა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა სა­მიზ­ნეს მი­აღ­წია. აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და თელ-ავივ­ში. ამ დრო­ის­თვის ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 17 და­შა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ.

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირან­მა ის­რა­ე­ლის ორი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ჩა­მო­აგ­დო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ირა­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ირან­მა ჯამ­ში 150 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­უშ­ვა.

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ი­რან­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით „ასო­ბით სხვა­დას­ხვა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა” გა­უშ­ვა.

08:42 / 14-06-2025 ირან­მა ის­რა­ელ­ზე სა­პა­სუ­ხო სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. შე­ტე­ვა რამ­დე­ნი­მე ფა­ზად გან­ხორ­ცი­ელ­და.

რა­კე­ტე­ბის ნა­წი­ლი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ გა­ა­უვ­ნებ­ლა, თუმ­ცა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა სა­მიზ­ნეს მი­აღ­წია. აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და თელ-ავივ­ში. ამ დრო­ის­თვის ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 17 და­შა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ.

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირან­მა ის­რა­ე­ლის ორი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ჩა­მო­აგ­დო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ირა­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ირან­მა ჯამ­ში 150 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­უშ­ვა.

ასევე დაგაინტერესებთ 20:44 / 13-06-2025"ბეწვის ხიდია - არ არის გამორიცხული, ირანმა ისრაელზე წინ აშშ-ის ბაზებს დაარტყას, ეს უკვე კატასტროფა იქნება“ - რა შეიძლება იყოს ირანის ნაბიჯი ისრაელის შეტევის საპასუხოდ 23:30 / 13-06-2025"ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა და ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის" - ისრაელის თავდაცვის მინისტრიირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ი­რან­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით „ასო­ბით სხვა­დას­ხვა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა” გა­უშ­ვა.

"ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის 100%-იანი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა"ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, ასე­ვე ირა­ნის შე­ტე­ვა­სა და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე:

"ის­რა­ელ­ზე და­ი­წყო ირა­ნუ­ლი შე­ტე­ვის კი­დევ ერთი ტალ­ღა. რა­კე­ტებს და­ახ­ლო­ე­ბით 12 წუთი სჭირ­დე­ბათ მი­საფ­რე­ნად. ეს კი თელ-ავი­ვი. ატ­მოს­ფე­რო­დან მო­წყვე­ტით ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის თა­ვე­ბი ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა წერ­ტილს ეცე­მა. სა­მიზ­ნე­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო შე­ნო­ბე­ბია, თუმ­ცა შე­საძ­ლოა და­ბომ­ბი­ლი ობი­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი (სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი) ან ეკო­ნო­მი­კუ­რიც იყოს. ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის 100%-იანი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა და მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვი­სას, სა­უ­კე­თე­სო ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი, უმე­ტე­სად აპა­რებს ხოლ­მე რამ­დე­ნი­მე თავს. და­ახ­ლო­ე­ბით 3000 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა აქვს ირანს, რო­მელ­თა­გან 2000 ის­რა­ელს სწვდე­ბა.

დღეს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ნა­წი­ლი ის­რა­ე­ლის იე­რი­შე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და, მაგ­რამ ცხა­დია ყვე­ლას გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია 3-დან 10 ჩა­მო­ვარ­დნილ რა­კე­ტა­ზე, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­ტიც. ირა­ნის მხრი­დან ეს შე­ტე­ვა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

ახლა კი­თხვა ორია: 1. გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა და­მა­ტე­ბი­თი იე­რი­შე­ბი ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ? დიახ, მცდე­ლო­ბა ნამ­დვი­ლად ექ­ნე­ბა. მი­ნი­მუმ ამ ღამ კი­დევ გა­უშ­ვე­ბენ რა­კე­ტე­ბის ტალ­ღებს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა და მათ­გან ნგრე­ვი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით ირა­ნის პა­სუ­ხი მა­ინც მყი­ფეა, მით უფრო სა­მო­ქა­ლა­ქო და და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და­ბომბვის ფონ­ზე, მა­შინ რო­დე­საც ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე­ე­ბი სამ­ხედ­რო და ატო­მუ­რი ენერ­გი­ის ობი­ექ­ტე­ბი გახ­ლდათ. ვნა­ხოთ შემ­დგომ პო­ტენ­ცი­ურ ტალ­ღებ­საც თუ ასე გა­უმკლავ­და ის­რა­ე­ლი.

ზო­გა­დად კი სამ­ხედ­რო და ენერ­გო ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და იმ შოკს რაც ირანს და­ე­მარ­თა, ის­რა­ელ­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის და­ბომბვით პა­სუ­ხი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ირა­ნუ­ლი იე­რი­შე­ბი მი­ნი­მუმ მთე­ლი ღამე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს თე­ი­რა­ნი­სათ­ვის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა. რა ფორ­მით - ვნა­ხოთ. თუმ­ცა სურ­ვი­ლი ერ­თია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ო­რე. იხილეთ სრულად