"როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა და ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ" - რა თქვა პუტინმა რუსეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე?
ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა და ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ.- ამის ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს რუსეთის დღეს მიულოცა.
ამასთან, მან ღონისძიებაზე შრომის გმირებსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელებს ჯილდოები გადასცა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ღირსებულად უპასუხებს.
„„მთელი გულით გილოცავთ დღესასწაულს, რომელიც რუსული სახელმწიფოს ძლიერ, უწყვეტ, ათას წელზე მეტხანს გავლილ გზას განასახიერებს, ხაზს უსვამს მის ისტორიასა და კულტურას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ამავდროულად რთულ გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიცავთ სიმართლეს და სამართლიანობას, ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, მომავალზე ვიფიქროთ.“- განაცხადა მან.
პუტინის თქმით, რუსეთის დამარცხებას ვერავინ შეძლებს და ისინი იმავე გზას გაიორებენ, რისი გავლაც ნაპოლეონსა და ჰიტლერს მოუწიათ.
„ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა და ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ. რუსი ბირთვული მეცნიერები, რომლებსაც მე წარმოვადგენ, ამჟამად მადლობას გიხდით ნდობისთვის და შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ გაგიცრუებთ იმედებს და მთელი ეს ხროვა კბილებს მოიტეხს ჩვენს ბირთვულ ფარზე“.- განაცხადა მან.