"ამერიკის შეერთებული შტატები ნათელი მომავლისკენ რუსი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს"- მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს | Allnews.Ge

"ამერიკის შეერთებული შტატები ნათელი მომავლისკენ რუსი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს"- მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს

მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს, რუს ხალხს რუსეთის დღე მივულოცო. ამერიკის შეერთებული შტატები ნათელი მომავლისკენ რუსი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - აცხადებს მარკო რუბიო.

მისი თქმით, „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, აშშ-ს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების სურვილი აქვს“.

„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.