გერმანიაში გაყიდული დონერების მესამედი „დონერი“ არაა - რისგან მზადდება ის სინამდვილეში? - კვლევის შედეგები | Allnews.Ge

გერმანიაში გაყიდული დონერების მესამედი „დონერი“ არაა - რისგან მზადდება ის სინამდვილეში? - კვლევის შედეგები

გერმანიის რეგიონ რაინ-ვესტფალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, გაყიდული დონერების (შაურმა) დაახლოებით მესამედი სინამდვილეში „დონერის“ კატეგორიას არ განეკუთვნება. ინფორმაციას Focus Online ავრცელებს.

კვლევის დროს, 1 250-ზე მეტი შემოწმება ჩატარდა და დადგინდა, რომ 428 პროდუქტი არასწორად იყიდებოდა როგორც „დონერი“ და სინამდვილეში ისინი ქაბაბის კატეგორიის გახლდათ.

„ნამდვილი დონერი გარკვეულ კატეგორიებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ დონერი ეწოდოს. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, დონერი მხოლოდ მაშინ არის დონერი, თუ ის ძვლის შამფურზე დაფენილი ხორცის თხელი ნაჭრებისგან შედგება, ხორცის პროპორცია კი 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს“, - აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ქაბაბსა და დონერს შორის განსხვავება ისაა, რომ შამფურზე გადაბრუნებული და შემწვარი ხორცი ქაბაბია, თუმცა გერმანიაში ხშირად დონერისა და ქაბაბის განსაზღვრებებს ერთმანეთში ურევენ.