უხერხული მომენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან - ნურმაგომედოვს რეპორტიორმა ქალმა ხელი გაუწოდა, თუმცა ხაბიბმა მას ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, ხოლო მისმა ქმედებამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. საქმე ისა, რომ მატჩის რეპორტაჟამდე CBS Sports-ის წამყვან ქალს, ქეით სკოტს ხელი არ ჩამოართვა მაშინ როცა ქეითმა მას ხელი გაუწოდა.
ნურმაგომედოვმა, რომელიც მუსლიმია, ხელი ჩამოართვა სტრიმერ IShowSpeed-ს, ჯეიმი კარაგერს, მიკა რიჩარდსს და ტიერი ანრის, ხოლო როცა ქეითმა ხელი გაუწოდა, ხაბიბმა იმავეთი არ უპასუხა და სანაცვლოდ, ხელი მკერდთან მიიტანა.
სავარაუდოდ, ხაბიბი რელიგიური შეხედულებების შესაბამისად მოიქცა. როგორც ცნობილია, ის ისლამის ერთგული მიმდევარია. ისლამი კი მოუწოდებს მამაკაცებს, რომ ხელი არ ჩამოართვან ქალს, რომელზეც დაქორწინებულები არ არიან.