ოპერაცია “ობობის ქსელი” წელიწადნახევარზე მეტ ხანს იგეგმებოდა - უკრაინამ რუსეთის 5 აეროდრომი დაბომბა: ვინ ხელმძღვანელობდა უნიკალურ ოპერაციას და რა დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

ოპერაცია “ობობის ქსელი” წელიწადნახევარზე მეტ ხანს იგეგმებოდა - უკრაინამ რუსეთის 5 აეროდრომი დაბომბა: ვინ ხელმძღვანელობდა უნიკალურ ოპერაციას და რა დეტალები ხდება ცნობილი

რუ­სე­თი ადას­ტუ­რებს, რომ უკ­რა­ი­ნამ აე­როდ­რო­მებ­ზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. კერ­ძოდ, რუ­სეთ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ უკ­რა­ი­ნამ დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ხუთ რე­გი­ონ­ში.

„ტე­ლეგ­რამ­ზე“ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო წერს, რომ უკ­რა­ი­ნამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, „ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა“ მურ­მანსკის, ირ­კუტსკის, ივა­ნო­ვოს, რი­ა­ზა­ნი­სა და ამუ­რის რა­ი­ო­ნებ­ში.სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა თავ­დას­ხმა „მო­ი­გე­რი­ეს“.

„დრო­ნე­ბის გაშ­ვე­ბის შე­დე­გად აე­როდ­რო­მე­ბის უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა“, - აცხა­დებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ხან­ძა­რი უკვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

502561151-733294292689466-5571743855390435246-n-73042-1748846970.jpg

უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა თავ­დას­ხმის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ასა­ხუ­ლია FPV კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ურტყა­მენ მურ­მანსკის ოლ­ქში, ოლე­ნის ავი­ა­ბა­ზა­ზე მდე­ბა­რე რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის TU-95MS-ის ტი­პის სტრა­ტე­გი­ულ ბომბდამ­შე­ნებს.

უკ­რა­ი­ნელ­თა კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის გამ­შვე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რი აფეთ­ქდა ამურსკის ოლ­ქში, იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე შიგ­თავ­სის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობ­და.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის “ობო­ბის ქსე­ლის“ შე­დე­გად, გა­ნად­გურ­და რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­ცი­ის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის მქო­ნე თვითმფრი­ნა­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი. იხილეთ სრულად