“რუსეთის ტერიტორიაზე 117 დრონი გამოვიყენეთ - “ოფისი“ “ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

“რუსეთის ტერიტორიაზე 117 დრონი გამოვიყენეთ - “ოფისი“ “ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია “ობო­ბას ქსე­ლის” დროს 117 დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლებ­საც ამ­დე­ნი­ვე ოპე­რა­ტო­რი მარ­თავ­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

„თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია იყო. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო - და ეს უკვე სა­ჯა­როდ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - არის ის, რომ ჩვე­ნი ოპე­რა­ცი­ის „ოფი­სი“ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და პირ­და­პირ „ეფ-ეს-ბე“-ს დი­რექ­ტო­რა­ტის გვერ­დით მათ ერთ-ერთ ოლ­ქში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, ზე­ლენ­სკიმ და­ა­დას­ტუ­რა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცია, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­ცი­ის თვითმფრი­ნა­ვე­ბის 34%-ს და­არ­ტყეს.მისი თქმით, სა­მიზ­ნე­ებ­ზე დარ­ტყმე­ბის დროს დრო­ნე­ბი ავ­ტო­ნო­მი­უ­რად კი არ მოქ­მე­დებ­დნენ, არა­მედ ოპე­რა­ტო­რე­ბი მარ­თავ­დნენ.

"ოპე­რა­ცი­ა­ში სულ 117 დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს და შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის დრო­ნე­ბის ოპე­რა­ტო­რი მუ­შა­ობ­და“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, მისი თქმით, ყვე­ლა, ვინც ოპე­რა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რუ­სე­თი­დან დრო­უ­ლად გა­იყ­ვა­ნეს.