გრანდიოზული სომხური ქორწილი, რომელზეც მსოფლიო მედია ალაპარაკდა | Allnews.Ge

გრანდიოზული სომხური ქორწილი, რომელზეც მსოფლიო მედია ალაპარაკდა

უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში გამართული მასშტაბური ქორწილი მედიაში აქტიურად განიხილება. მარინე ავაკიანისა და რომან ბადალიანის მდიდრულ წვეულებას წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ქორწილი უწოდეს. რომან ბადალიანი ქვეყნის უდიდესი ტოტალიზატორის, Vivaro-ს მფლობელის, ვიგენ ბადალიანის ძმისშვილია.

წვეულებისთვის ახალდაქორწინებულებმა ერევანში მთავარი საკონცერტო დარბაზი - კარენ დემირჩიანის სპორტული კომპლექსი დაჯავშნეს. იქ სტუმრებისათვის არაერთი საცეკვაო ნომერი შესრულდა.