"ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ" - რას აცხადებს ემანუელ მაკრონი გავრცელებულ ვიდეოზე? | Allnews.Ge

"ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ" - რას აცხადებს ემანუელ მაკრონი გავრცელებულ ვიდეოზე?

ჩემს ცოლ­თან ერ­თად ვხუმ­რობ­დი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რომ მე­უღ­ლემ, საფ­რან­გე­თის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ბრი­ჯიტ მაკ­რონ­მა ვი­ეტ­ნამ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩას­ვლის დროს სა­ხე­ში ხელი გა­არ­ტყა.

"ჩემს ცოლ­თან ერ­თად ვხუმ­რობ­დი, რა­საც ხში­რად ვა­კე­თებთ. ეს არა­ფე­რია“, - გა­ნუ­ცხა­და მაკ­რონ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.ამას­თან, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა მისი ვი­დე­ო­ე­ბის არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა მოხ­და.

"ხალ­ხს ეგო­ნა, რომ სხვებს კო­კა­ი­ნი გა­ვუ­ზი­ა­რე, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ჩხუ­ბი მქონ­და, ახლა კი ჩემს მე­უღ­ლეს­თან ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი მაქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ყვე­ლა უნდა დამ­შვიდ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ი­სა და ფრან­გულ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე მე­დი­ის ან­გა­რი­შებ­ზე.