კანადაში, "სიკვდილს მდინარესთან", დინოზავრთა სამარხში ათასობით ჩონჩხი ნახეს - რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი?
კანადის ალბერტას პროვინციაში ,პალეონტოლოგებმა უპრეცედენტო მასშტაბის დინოზავრების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, ათასობით პაქირინოზავრი - ბალახის მჭამელი, ოთხფეხა დინოზავრი - ერთდროულად დაიღუპა, დაახლოებით, 72 მილიონი წლის წინ.
"სიკვდილის მდინარე“სამარხი აღმოაჩინეს პაიპსტოუნ-კრიკში, რომელსაც ადგილობრივები "სიკვდილის მდინარედ“ მოიხსენიებენ. აქ გადმოცემით, ერთ-ერთ მონაკვეთში ძვლები უკიდურესად მჭიდროდ იყო მიწის ქვეშ - ერთი კვადრატული მეტრის ფარგლებში 300-მდე ძვალი ნახეს.
პროფესორი ემილი ბემფორტი, არქეოლოგიური სამუშაოების ხელმძღვანელი, ადგილზე გათხრებს განაგრძობს. მისი გუნდი ტალახისა და მტვრის ფენებს ფრთხილად აშორებს, რათა ნელ-ნელა გამოაჩინოს ქაოსურად განლაგებული გაქვავებული ძვლები.
"ეს ტერიტორია ნამდვილი პალეონტოლოგიური ოქროა. რაც მეტს ვთხრით, მით უფრო იზრდება აღმოჩენების მასშტაბი,“ - ამბობს ბემფორტი.
როგორ გამოიყურებოდნენ პაქირინოზავრები?
ეს დინოზავრები დაახლოებით 5 მეტრის სიგრძისა და 2 ტონამდე წონის იყვნენ.
გათხრების ტერიტორიაზე ნაპოვნია სხვადასხვა ასაკის დინოზავრების ძვლები - როგორც მოზარდების, ისე სრულწლოვანების. მეცნიერებს ახლა შეუძლიათ შეისწავლონ არა მხოლოდ ანატომია, არამედ სახეობის შიდა განსხვავებებიც. იხილეთ სრულად