Labubu - ახალი ობსესია: როგორ დაიპყრო ჩინეთში დამზადებულმა “უშნო“ სათამაშომ აშშ-ისა და მსოფლიოს ბაზარი
ბოლო დროს სუპერ პოპულარული გახდა საკმაოდ ძვირად ღირებული აქსესუარი, რომელიც სილამაზით ნამდვილად არ გამოირჩევა.
ინტერესი მათ მიმართ იმდენად დიდია, რომ ჩინეთში დამზადებულმა პატარა ზომის “უშნო“ თოჯინებმა ტარიფების ქარიშხალსაც კი გაუძლეს და უფრო მეტიც, ისინი აშშ-ში თვალის დახამხამებაში იყიდება.
ეს “ლაბუბუა“ (Labubu), ხელისგულის ზომის სკანდინავიური ელფი, კაშკაშა თვალებით, ბასრი კბილებითა და ღიმილით.
როგორც წესი, ის მყიდველებს ათობით ასეთი ცალი აქვთ - ერთი ჩანთაზეა მიმაგრებული, მეორე გასაღების აცმაზე და ა.შ.
როგორც მყიდველები სოციალურ ქსელებში წერენ, ისინი სწორედ თოჯინების გარეგნობამ მოხიბლა.
“ლაბუბუები“ რბილი, მინიატურული თოჯინებია, რომლებიც სერიების სახით გამოდის და მათი კოლექციის შეგროვებაა საჭირო.
ეს ცელქი სათამაშოები მსოფლიო სენსაციად იქცა Z თაობასა და კიდევ უფრო ხანდაზმულ თაობაში, ისინი ხშირად ჩანთებზე, ზურგჩანთებსა და ქამრის მარყუჟებზე ჰკიდია.
აშშ-ის სავაჭრო ცენტრებში ხალხი საათობით დგას რიგში, რომ „ლაბუბუსი“ და მისი ძმები, რომლებიც პირველად 2015 წელს „მონსტრების“ მოთხრობების წიგნში გამოჩნდნენ, “დალუქულ ყუთებში“ შეიძინონ - მყიდველმა არ იცის, მოცემული კოლექციის რომელი სახეობა ამოუვა. იხილეთ სრულად