“დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო“ - სატელეფონო საუბარი, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, დასრულდა: რა დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

“დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო“ - სატელეფონო საუბარი, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, დასრულდა: რა დეტალები ხდება ცნობილი

დო­ნალდ ტრამპსა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი დას­რულ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტზე, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

„დო­ნალდ ტრამ­პთან სა­უ­ბა­რი გუ­ლახ­დი­ლი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი იყო. მოს­კო­ვი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის მომ­ხრეა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშვი­დო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ცნო­ბით, დო­ნალდ ტრამპს მოს­კოვ­სა და კი­ევს შო­რის პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის აღ­დგე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ამას­თან, მისი თქმით, „რუ­სე­თი მზა­დაა უკ­რა­ი­ნას­თან მე­მო­რან­დუმ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის, მათ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ“.

აშშ-ისა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის სა­უ­ბა­რი 2 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და.

რა დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლისა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ში­ნა­არსზე კო­მენ­ტა­რი კრემ­ლმაც გა­ავ­რცე­ლა.

„ტრამ­პის პო­ზი­ცია ნე­იტ­რა­ლუ­რია და ის მარ­თლაც ერ­თვე­ბა კონ­ფლიქ­ტის მო­წეს­რი­გე­ბის პრო­ცეს­ში, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პო­ზი­ცია ღიად პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტრამ­პთან სა­უბ­რის დე­ტა­ლებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პეს­კო­ვი ან უშა­კო­ვი გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

“ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უ­ბარ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ“ - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი Truth Social-ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ წერს.„ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლე ორ-სა­ა­თი­ა­ნი სა­უ­ბა­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ და, რაც მთა­ვა­რია, ომის და­სას­რუ­ლებ­ლად. პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხა­რე­ებს შო­რის გა­ი­მარ­თე­ბა, რად­გან მხო­ლოდ მათ იცი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რაც სხვე­ბის­თვის უც­ნო­ბია. სა­უბ­რის ტონი და სუ­ლის­კვე­თე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო. ასე რომ არ იყოს ახ­ლა­ვე ვი­ტყო­დი და არა მოგ­ვი­ა­ნე­ბით“, - წერს დო­ნალდ ტრამ­პი.

მისი თქმით, „რუ­სეთს აშშ-თან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაჭ­რო­ბა სურს, რო­გორც კი ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სის­ხლისღვრა დას­რულ­დე­ბა“.

„ეს რუ­სე­თის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი­სა და სიმ­დიდ­რის შე­საქ­მნე­ლად. პო­ტენ­ცი­ა­ლი უსა­ზღვროა. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია ვაჭ­რო­ბით დიდი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში“, - აღ­ნიშ­ნავს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი.

ამას­თან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბა.

„ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ვაც­ნო­ბე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს, იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯია მე­ლო­ნის, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ფრიდ­რიხ მერცს და ფი­ნე­თის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ სტუბს. ვა­ტი­კან­მა, რო­მელ­საც რო­მის პაპი წარ­მო­ად­გენს, გა­ნა­ცხა­და, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უმას­პინ­ძლოს. დაე, ეს პრო­ცე­სი და­ი­წყოს“, - აცხა­დებს დო­ნალდ ტრამ­პი.