"გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია"- რას აცხადებს დონალდ ტრამპი? | Allnews.Ge

"გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია"- რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

მელანიას და მე ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯილსა და ოჯახს ყველაზე თბილ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.