ბოლო დროის ყველაზე დიდი გაქცევა: აშშ-ში ციხის ტუალეტის უკან დამალული ფანჯრიდან 10-მა პატიმარმა გაპარვა შეძლო | Allnews.Ge

ბოლო დროის ყველაზე დიდი გაქცევა: აშშ-ში ციხის ტუალეტის უკან დამალული ფანჯრიდან 10-მა პატიმარმა გაპარვა შეძლო

პა­რას­კევს, ლუ­ი­ზი­ა­ნას შტა­ტის ცი­ხი­დან ათი პა­ტი­მა­რი გა­იქ­ცა - WVUE-ს ცნო­ბით , ორ­ლე­ა­ნის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მო­ჩე­ნა დი­ლის 8:30 სა­ათ­ზე გა­ა­კე­თეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რებ­მა გაქ­ცე­ვა პა­ტა­რა ფან­ჯრი­დან მო­ა­ხერ­ხეს, რო­მე­ლიც ტუ­ა­ლე­ტის უკან იყო და­მა­ლუ­ლი. მათ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის კე­დელ­ზე დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ტო­ვეს:"ჩვენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი ვარ“; „ყვე­ლა­ზე სა­ძულ­ვე­ლი 9“; "დაგ­ვი­ჭი­რეთ, როცა შეძ­ლებთ“- ვკი­თხუ­ლობთ კო­მენ­ტა­რებ­ში.

orleans-parish-sheriffs-office-released-104668979-51443-1747553853.webp

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, მან 10-ვე პა­ტი­მა­რი ღა­მით, მე-10 საშ­ტატ­თა­შო­რი­სო გზატ­კე­ცილ­ზე და­ი­ნა­ხა.

WVUE-ს ცნო­ბით, ლუ­ი­ზი­ა­ნას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 10 გაქ­ცე­უ­ლი­დან ერთ-ერ­თის და­კა­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 11 სა­ათ­ზე შეძ­ლეს, იგი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კენ­დალ მა­ილ­სია. ლუ­ი­ზი­ა­ნას შტა­ტის პო­ლი­ცი­ის Facebook პოს­ტის თა­ნახ­მად , მა­ილ­სი NOLA-ს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ ზო­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მა­ილ­სის გარ­და პო­ლი­ცი­ამ კი­დევ ორი გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რის და­კა­ვე­ბა შეძ­ლო. იხილეთ სრულად